ორიგინალი
„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა
რადიო თავისუფლება·20:18

„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა

27 ნოემბერი, 2026 · 20:18

საქართველოში თურქეთის ელჩმა, მუსტაფა თურქერ არიმ 27 ნოემბერს უპასუხა ისრაელელი კოლეგის, ვალიდ აბუ ჰაიას კომენტარს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ვალიდ აბუ ჰაიას განცხადება ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო, შეურაცხმყოფელი და სამარცხვინოა“, - დაწერა თურქეთის ელჩმა პლატფორმა X-ზე.

„ამასთანავე, სამწუხაროა, რომ ელჩი, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაცნობის გარეშე, მსგავს უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს“, - დაწერა მან, რის შემდეგაც დასძინა:

„თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი, მტკიცე მეგობრობა მარადიული იქნება“.

რა დაწერა ისრაელის ელჩმა

წინა ღამით საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია X-ზე გამოეხმაურა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს.

ისრაელის ელჩის პოსტი X-ზე
ისრაელის ელჩის პოსტი X-ზე

მან გააზიარა „ბათუმი არენაზე“ თურქული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაპირისპირების კადრები პოლიციასთან და დაწერა:

„ტერორიზმი სპორტულ არენაზე: თურქული კლუბის, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ქმედებები ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართულ მატჩზე. სირცხვილია, სამარცხვინო საქციელია“.

თურქეთსა და ისრაელს შორის ვითარება ისრაელ-ღაზის ომის ფონზე დაძაბულია.მატჩი, - რასაც ბათუმში დაპირისპირება და პოლიტიკური გამოხმაურებებიც მოჰყვა - „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო;თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უეფას აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, მატჩის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მკვეთრადაა გაუარესებული.

„ბეშიქთაში“ 2024 წლის ნოემბერში ისრაელის თელ-ავივის „მაკაბის“ ასევე სტამბოლში უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი უნგრეთში გაიმართა - ისე, რომ მატჩზე გულშემატკივრები არ დაუშვეს.

2026 წლის 26 ნოემბერს ბათუმში, ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო.მოგვიანებით დაპირისპირება ტრიბუნაზეც მოხდა და თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა. „ბეშიქთაშმა“ 2:1 გაიმარჯვა.UEFA-მ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს და ის „მკაცრად გმობს ძალადობისა და უწესრიგობის სერიოზულ ინციდენტებს“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. „უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა

თემა: თურქეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • ტვ პირველი·19:14
    თურქეთის ელჩი: „ვალიდ აბუ ჰაიას განცხადება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო და სამარცხვინოა“
  • ამბები.ge·18:46
    “წარმომიდგენია, როგორი სასტიკი იქნებოდა თურქეთის პოლიციის რეაგირება, ქართველი ქომაგები რომ მსგავსად მოქცეულიყვნენ“ - ტარიელ კაკაბაძე
  • იმედი·17:50
    მედია: თურქეთმა ირანთან ბუნებრივი აირის იმპორტის შეთანხმება 2032 წლამდე გაახანგრძლივა
  • ფორმულა·16:59
    თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
თურქეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·20:36

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით
რადიო თავისუფლება·20:22

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს
რადიო თავისუფლება·19:54

საფრანგეთში დაიწყო გამოძიება “მარსელის” ქომაგების სავარაუდო ძალადობის გამო

საფრანგეთში დაიწყო გამოძიება “მარსელის” ქომაგების სავარაუდო ძალადობის გამო
რადიო თავისუფლება·19:03

რა გავლენას მოახდენს Starlink-ის რუსული ანალოგი ბრძოლის ველზე?!

რა გავლენას მოახდენს Starlink-ის რუსული ანალოგი ბრძოლის ველზე?!
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.