ორიგინალი
კობახიძე ბათუმის მოვლენებზე: გულდასაწყვეტია, როცა გულშემატკივარი ასე იქცევა მეგობრულ ჟესტზე პასუხად
რადიო თავისუფლება·21:00

კობახიძე ბათუმის მოვლენებზე: გულდასაწყვეტია, როცა გულშემატკივარი ასე იქცევა მეგობრულ ჟესტზე პასუხად

27 ნოემბერი, 2026 · 21:00

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ თურქეთს „უნიკალური შესაძლებლობა“ შესთავაზა, ისრაელური კლუბთან მატჩი სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ და ეს „მეგობრული ჟესტი“ იყო.

„ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 27 ნოემბერს.

„მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ორ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს და თურქეთს“, - განაცხადა მან.

„გულდასაწყვეტი იყო“

მისი თქმით, თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ეს შეთავაზება „ძალიან ღირსეულად მიიღო, თუმცა იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომლებსაც გულშემატკივარსაც ვერ უწოდებდით, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით“.

„ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო, როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი“, - განაცხადა პრემიერმა.

„საბოლოოდ, პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველა პოლიციელს" - განაცხადა მან.

რა მოხდა ბათუმში - მოკლედ

26 ნოემბერს ბათუმი არენაზე, საფეხბურთო კლუბების თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი ტრიბუნებზე დაწყებული დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა.პოლიციამ სტადიონზე თურქული კლუბის გულშემატკივრების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.შსს-ს ინფორმაციით, სამი პოლიციელი დაშავდა, ადმინისტრაციული წესით კი 16 ადამიანი დააკავეს. მეორე დღესვე ყველა მათგანი გაათავისუფლეს. შსს-ს გამოძიება არ დაუწყია. თურქულმა მხარემ ქართველი სამართალდამცველები „არაპროპორციული ძალის“ გამოყენებაში დაადანაშაულა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. კობახიძე ბათუმის მოვლენებზე: გულდასაწყვეტია, როცა გულშემატკივარი ასე იქცევა მეგობრულ ჟესტზე პასუხად

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 214 სტატია.

  • ამბები.ge·19:35
    UEFA ბათუმში, “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
  • ტვ პირველი·19:14
    თურქეთის ელჩი: „ვალიდ აბუ ჰაიას განცხადება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო და სამარცხვინოა“
  • რუსთავი 2·18:32
    ასეთი ფაქტები არაერთ ქვეყანაში გვინახავს, აქედან გამომდინარე აღნიშნული ქმედების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორი და არალოგიკურია - ზურაბ რურუა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე
  • აჭარის ტელევიზია·17:56
    ბათუმის საზაფხულო თეატრს დღეს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა
ბათუმშიკობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·20:47

ქომაგები VS პოლიცია: შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?

ქომაგები VS პოლიცია: შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?
რადიო თავისუფლება·20:36

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით
რადიო თავისუფლება·20:22

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს
რადიო თავისუფლება·20:18

„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა

„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.