ორიგინალი
რეპრესიები დღეს ქართული საზოგადოების ქსოვილში ღრმად არის გამჯდარი - Amnesty International
რადიო თავისუფლება·12:14

რეპრესიები დღეს ქართული საზოგადოების ქსოვილში ღრმად არის გამჯდარი - Amnesty International

28 ნოემბერი, 2026 · 12:14

მოკლედ

გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში ორწლიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ერთი მხრივ თითქმის სრული დაუსჯელობაა ადამიანის უფლებების დამრღვევების, მეორე მხრივ კი რეპრესიები, საზოგადოების ქსოვილში ღრმად არის გამჯდარი. მათი შეფასებით, ბოლო ხანებში დემონსტრანტებზე ძალადობის ბრალდებით ერთეული ძალოვანების დაკავება და პროტესტის გამო დაკავებული ადამიანების ციხიდან გათავისუფლება სურათს ვერ ცვლის და "უსამართლობის მასშტაბს ვერ ფარავს".

ორგანიზაცია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის ბრალდებები გამოიძიოს და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს.

განცხადებაში ცალკეა გამოყოფილი პატიმრობაში მყოფი დემონსტრანტი მათე დევიძე, რომელსაც ქართულმა სასამართლომ აქციაზე პოლიციელისთვის ჯოხის მოქნევის გამო 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„პოლიციური ძალადობისთვის სამართლიანობის აღდგენა კვლავაც ბუნდოვანია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ძალადობას, ხოლო მომიტინგეების ბოლოდროინდელი გათავისუფლება და ძალის ბოროტად გამოყენებისთვის რამდენიმე პოლიციელის გამამტყუნებელი განაჩენი ვერ ნიღბავს მიმდინარე უსამართლობის მასშტაბებს, რადგან ათობით ადამიანი, მათ შორის მათე დევიძე, უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ კვლავ ციხეშია" - წერია 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აქვე, რეპრესიების სიღრმისა და საყოველთაობის საილუსტრაციოდ მოყვანილია გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ისეთი შემთხვევები, როცა სხვადასხვა გზით თავდასხმის სამიზნეები გახდნენ ჟურნალისტები, არტისტები და იუმორისტები.

„მხატვრული გამოხატულება და პოლიტიკური სატირა თავდასხმის ქვეშაა. მუსიკოსებს ემუქრებიან და აჯარიმებენ საპროტესტო სიმღერების გამო, ჟურნალისტებს სატირული პოსტების გამო აკავებენ, ხოლო კომიკოსებს თავს ესხმიან ხუმრობების გამო, სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ ძალადობრივ ატმოსფეროში. ის, რაც ქუჩის საპროტესტო აქციების დარბევად დაიწყო, ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე ყოველდღიურ თავდასხმად იქცა" - წერს Amnesty International-ი.

აქვეა მოცემული რეკომენდაცია სამართლიანობის აღსადგენად: "დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა ის ადამიანი, ვინც მხოლოდ ადამიანის უფლებების გამოყენების გამო დააკავეს და უზრუნველყონ პროტესტთან დაკავშირებული ყველა განაჩენის დამოუკიდებელი გადახედვა."

ამ განცხადების ფონი თავად Amnesty International_ის მიერ შემდეგნაირად არის აღწერილი.

დაშინების კამპანია გაგრძელდა განსხვავებული აზრის წარმომადგენლების მიმართ: მუსიკოსები კორძი და სოფო ბატილაშვილები დაემუქრნენ და დააჯარიმეს საპროტესტო სიმღერების გამო; ჟურნალისტი ვახო სანაია ორჯერ დააკავეს სატირული პოსტების გამო; კომიკოსი ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან უცნობმა პირებმა მთავრობის მიერ წახალისებული ცილისმწამებლური კამპანიის შემდეგ. ცოტა ხნის წინ, აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს სახელმწიფოებრივი მედიის მხრიდან მუქარა და ცილისწამება დაემართა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოების გამო, რომლებიც მას ნარკოდილერად წარმოაჩენდნენ.

მხოლოდ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დარბევის დროს 300-ზე მეტმა მომიტინგემ წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. მხოლოდ ხუთი დაბალი რანგის პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერი იქნა გასამართლებული და არ არსებობს ინფორმაცია, რომ ბრალი წაუყენეს მეთაურს . სექტემბერში აქტივისტმა სერგი ყანჩელმა განაცხადა, რომ ექვსი პოლიციელი სცემდა, იარაღის მუქარით ემუქრებოდა და სექსუალური ძალადობის მცდელობის მსხვერპლი გახდა. არ არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ბრალდებებზე ბრალი წაუყენეს არცერთ ოფიცერს. ქუჩის მომიტინგეების წინააღმდეგ უკანონო ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების ბრალდებებიც ეფექტური გამოძიების გარეშე რჩება.

"ქართული ოცნების" მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიები Amnesty International-ის ამ განცხადების შემდეგ კონტექსტის გარეშე იხსენებენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ფრაზას უფლებადამცველი ორგანიზაციის შესახებ, რომ ის თაღლითური ორგანიზაციაა.

მარკო რუბიომ Amnesty International-ს მართლაც უწოდა „თაღლითური ორგანიზაცია“ (a fraud) 2026 წლის 8 ოქტომბერს, ლისაბონში გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, აშშ-ს სამხედრო ოპერაციებზე ირანში და დაინტერესდა ამერიკის მხრიდან პორტუგალიის აზორის კუნძულებზე მდებარე ლაჟეშის (Lajes) სამხედრო ბაზის გამოყენების პერსპექტივაზე.

ამ კითხვის ფონი იყო Amnesty International-ის პორტუგალიური ოფისის გაცხადებულ პოზიცია, რომ პორტუგალიამ არ უნდა დაუშვას ბაზის ისეთი გამოყენება შტატების მხრიდან, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევაში თანამონაწილეობას გამოიწვევს.

მარკო რუბიოს განაცხადი სრულ კონტექსტში იყო უკმაყოფილების გამოხატვა იმის გამო, რომ Amnesty International-ი ირანში სამხედრო ოპერაციებზე საუბრისას ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას ირანის ხელისუფლების დანაშაულებზე და მეტ აქცენტს აკეთებს აშშ-ის სამხედრო მოქმედებების კრიტიკაზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. რეპრესიები დღეს ქართული საზოგადოების ქსოვილში ღრმად არის გამჯდარი - Amnesty International

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·13:24

ზუგდიდის მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით

ზუგდიდის მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით
რადიო თავისუფლება·01:34

უკრაინა აცხადებს, რომ თავისი ლაზერული იარაღით პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი

უკრაინა აცხადებს, რომ თავისი ლაზერული იარაღით პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი
რადიო თავისუფლება·01:07

ჰამასი ამტკიცებს, რომ დაჯგუფების მეთაურის ვაჟი ისრაელის საჰაერო დარტყმას გადაურჩა

ჰამასი ამტკიცებს, რომ დაჯგუფების მეთაურის ვაჟი ისრაელის საჰაერო დარტყმას გადაურჩა
რადიო თავისუფლება·00:12

როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ

როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.