ორიგინალი
ზუგდიდის მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით
რადიო თავისუფლება·13:24

ზუგდიდის მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით

28 ნოემბერი, 2026 · 13:24

მოკლედ

26 ნოემბერს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს დადიანების სასახლის ყოფილი ხელმძღვანელი, ანზორ ოყუჯავა.მან დადიანების სასახლის დირექტორის პოსტი დაკავებამდე თვენახევრით ადრე დატოვა, თუმცა მედიაში მუზეუმში საკადრო ცვლილებების შესახებ ცნობილი ორი კვირის წინ გახდა.ანზორ ოყუჯავა ზუგდიდში დააკავეს - ზუგდიდშივე გაიმართა მისი სასამართლო პროცესი სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს - ადგილობრივების ცნობით, ოყუჯავას წინასწარი პატიმრობა არ შეფარდებია. ამ მასალის გამოქვეყნების მომენტში, ცდის მიუხედავად, პროკურატურისგან არ გვაქვს ინფორმაცია აღკვეთზე მსჯელობისას გაფორმებული შეთანხმების შესახებ.

ანზორ ოყუჯავა ზუგდიდის მუზეუმის ხელმძღვანელად 2021 წელს დაინიშნა - ამ დროს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იყო. ოყუჯავას რეკომენდაცია დადიანების მუზეუმის ხელმძღვანელის პოსტზე ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ გაუწია. ოკუჯავა მუზეუმის ხელმძღვანელოს პოსზე ირაკლი ჭითანავამ შეცვალა.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ოყუჯავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს - ეს მუხლი გულისხმობს: "ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას."

იმ დროს, როცა ოყუჯავა დადიანების სასახლის ხელმძღვნელის პოსტზე დაინიშნა, ზუგდიდის მუზეუმის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობდა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის "ფონდი ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით - ახალი ხელმძღვანელისთვის დასახული ამოცანა კი მუზეუმის ინვენტარიზაციის ჩატარება იყო 4 თვის ვადაში.

"ანზორ ოყუჯავა იყო რამდენიმე ხნის წინ მუზეუმის თანამშრომელი და ახლა არ არის, გათავისუფლებულია ჩემი ბრძანებით, 1 თვეზე მეტია. იმიტომ გათავისუფლდა, რომ არ იქცეოდა შესაბამისად, ბრძანებაში წერია ეს, მე არ მომეწონა მისი მოქმედება, შესაბამისი და ადეკვატური არ იყო სამსახურში, ამიტომ მივიღე მისი გათავისუფლების შესახებ," - ამბობს კალანდია ყოფილ კოლეგაზე ტვ პირველთან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ზუგდიდის მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით

თემა: ბრალდებით

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • პუბლიკა·22:41
    RES: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
  • ფრონტნიუსი·21:24
    თერჯოლის მუნიციპალიტეტში მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
  • ევრონიუსი საქართველო·13:53
    ჟერარ დეპარდიე გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება
  • პალიტრა ნიუსი·12:42
    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს
ბრალდებით

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·12:14

რეპრესიები დღეს ქართული საზოგადოების ქსოვილში ღრმად არის გამჯდარი - Amnesty International

რეპრესიები დღეს ქართული საზოგადოების ქსოვილში ღრმად არის გამჯდარი - Amnesty International
რადიო თავისუფლება·01:34

უკრაინა აცხადებს, რომ თავისი ლაზერული იარაღით პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი

უკრაინა აცხადებს, რომ თავისი ლაზერული იარაღით პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი
რადიო თავისუფლება·01:07

ჰამასი ამტკიცებს, რომ დაჯგუფების მეთაურის ვაჟი ისრაელის საჰაერო დარტყმას გადაურჩა

ჰამასი ამტკიცებს, რომ დაჯგუფების მეთაურის ვაჟი ისრაელის საჰაერო დარტყმას გადაურჩა
რადიო თავისუფლება·00:12

როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ

როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.