ლიბია უკრაინისგან კომპენსაციას მოითხოვს ბენღაზის პორტზე დარტყმისთვის
ლიბია უკრაინისგან კომპენსაციას მოითხოვს ბენღაზის პორტზე განხორციელებული დარტყმის გამო. ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა აღმოსავლეთ ლიბიაში მოქმედი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდ ალ-ჰადი ალ-ჰუვეიჯმა.
მინისტრის თქმით, საუბარია დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების უფლებებზე, ასევე პორტის ობიექტების, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური საწარმოებისთვის მიყენებულ ზარალზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპენსაციამ „საერთაშორისო სამართლისა და იურიდიული პასუხისმგებლობის ნორმების შესაბამისად უნდა მოიცვას როგორც ადამიანური, ისე მატერიალური ზარალი“.
22 ნოემბერს უკრაინის უპილოტო აპარატებმა ლიბიის სანაპიროსთან გაანადგურეს რუსეთის სამხედრო კორვეტი „მერკური“ და სამხედრო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რუსული სატვირთო გემი „ანგარა“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მერკურიზე“ განხორციელებული დარტყმის კომენტირებისას განაცხადა, რომ გემი „აბსოლუტურად სამართლიანი სამიზნე“ იყო.
აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებამ დაგმო შეტევა და საჩივარი შეიტანა გაეროს უშიშროების საბჭოში. უკრაინის ქმედებები დაგმეს გერმანიამ და იტალიამაც.
