ორიგინალი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში დააბრუნეს 23 ადამიანი
რადიო თავისუფლება·02:22

ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში დააბრუნეს 23 ადამიანი

29 ნოემბერი, 2026 · 02:22

უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს 23 ადამიანი. ამის შესახებ 28 ნოემბერს განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა. დაბრუნებულები არიან მძიმედ დაავადებული და ხანდაზმული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და შემცირებული მობილურობის მქონე მოქალაქეები, ასევე სხვა პირები, რომლებსაც არ შეეძლოთ სხვების დახმარების გარეშე გამგზავრება.

ევაკუირებულები ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ცხოვრობდნენ. ლუბინეცმა დააზუსტა, რომ ბევრი მათგანი დიდხანს ვერ ბედავდა წამოსვლას, რადგან არ ჰყავდა ნათესავები და მეგობრები, რომლებიც მათ დახმარებას შეძლებდნენ. მისი თქმით, ხალხი ცხოვრობდა ელექტროენერგიისა და წყლის შეფერხებით მიწოდებისა და აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტის პირობებში; ზოგიერთი მათგანის სახლი დრონების დარტყმების ქვეშ მოჰყვა.

გაჭირვებაში მყოფი პირების გამოყვანის ოპერაცია განხორციელდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საქველმოქმედო ფონდ „კარიტას უკრაინისა“ და კერძო კომპანიების ხელშეწყობით.

25 ნოემბერს რუსეთიდან უკრაინაში, ნათესავებთან დააბრუნეს ცხრა უკრაინელი ბავშვი, რომლებიც მანამდე რუსეთში იყვნენ გაყვანილი. ოპერაციაში შუამავლის როლი შეასრულა აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა. მისი ხელშეწყობით უკვე 43 ბავშვი დაბრუნდა უკრაინაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში დააბრუნეს 23 ადამიანი

თემა: უკრაინის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • ფორმულა·01:01
    უკრაინის ხელისუფლება კუშნერის მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს
  • კომერსანტი·20:36
    უკრაინამ ყირიმის ხიდზე დარტყმისას ისრაელის HiSKY-ის ტექნოლოგია გამოიყენა - WSJ
  • პალიტრა ნიუსი·18:23
    The Telegraph - უკრაინა ყირიმის ხიდის სრულად გასანადგურებლად იერიშებს ამზადებს
  • ინფო 9·18:20
    Politico: უკრაინაში ჯარედ კუშნერის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას მოითხოვენ
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·01:04

კობახიძე: საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20%

კობახიძე: საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20%
რადიო თავისუფლება·23:40

ლიბია უკრაინისგან კომპენსაციას მოითხოვს ბენღაზის პორტზე დარტყმისთვის

ლიბია უკრაინისგან კომპენსაციას მოითხოვს ბენღაზის პორტზე დარტყმისთვის
რადიო თავისუფლება·23:31

ტრამპის ადმინისტრაციის წევრები მუქარის გამო სამხედრო ბაზებზე გადადიან საცხოვრებლად

ტრამპის ადმინისტრაციის წევრები მუქარის გამო სამხედრო ბაზებზე გადადიან საცხოვრებლად
რადიო თავისუფლება·23:06

„ცვლილება არის აქ, ჰაერში, და როგორც კი ვიქნებით უფრო მეტი, ცვლილება მოხდება“ - პროევროპული აქცია თბილისში

„ცვლილება არის აქ, ჰაერში, და როგორც კი ვიქნებით უფრო მეტი, ცვლილება მოხდება“ - პროევროპული აქცია თბილისში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.