ორიგინალი
თურქეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
რადიო თავისუფლება·16:25

თურქეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

29 ნოემბერი, 2026 · 16:25

29 ნოემბერს საქართველოში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელჩთან შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეშფოთება გამოხატა ბათუმში თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართული მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქი გულშემატკივრების ცალკეული ჯგუფების პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.

უწყების განცხადებით, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ქართულმა მხარემ, თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გათვალისწინებით, თურქ გულშემატკივრებს ბათუმში მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს და გულშემატკივრების სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნება უზრუნველყვეს.

"ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა მოხდა ბათუმში

26 ნოემბერს „ბათუმი არენაზე“ ევროპის ლიგის ფარგლებში თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართული მატჩი პოლიციასა და თურქ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების გამო დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა.

პოლიციამ გულშემატკივრების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები, მათ შორის წიწაკის სპრეი გამოიყენა. გულშემატკივრები პოლიციელებს ბოთლებსა და სტადიონის ტრიბუნებზე დამტვრეული სკამების ნაწილებს ესროდნენ.

მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ მიემართებოდნენ პოლიციელები გულშემატკივრებისკენ, რომლებმაც ტრიბუნაზე პალესტინის დროშა გაშალეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ პოლიციამ დროშებისა და ბანერების გამოფენის გამო გამოიყენა ძალა. უეფას განცხადებით კი, პოლიცია ტრიბუნაზე თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული დაპირისპირების შესაჩერებლად შევიდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა, ადმინისტრაციული წესით კი 16 ადამიანი დააკავეს. მეორე დღესვე ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.

მომხდარს მწვავე რეაქცია მოჰყვა თურქეთში. საფეხბურთო კლუბმა „ბეშიქთაშმა“ ქართველი სამართალდამცველები გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოძიება მოითხოვა. ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს ესაუბრნენ საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს. 28 ნოემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ ბათუმში მომხდარი ინციდენტები არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს და თურქეთი ვერ შეეგუება თავისი მოქალაქეების მიმართ ამგვარ მოპყრობას.

„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი თავდაპირველად სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო უეფამ შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. თურქეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ღაზაში ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. თურქეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

თემა: თურქეთის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • ფორმულა·14:19
    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს არ შეეფერება
  • აიპრესი·12:33
    "გაზპრომმა" თურქეთში გაზის მიწოდების კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა
  • აჭარის ტელევიზია·13:01
    პაკისტანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამაბადში ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ
  • სივილ ჯორჯია·12:52
    ბათუმის საფეხბურთო მატჩზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთმა საქართველოს ელჩი დაიბარა
თურქეთისსაგარეო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·15:47

ბენღაზის პორტში ბონური ღობურები დააყენეს დრონებისგან დასაცავად

ბენღაზის პორტში ბონური ღობურები დააყენეს დრონებისგან დასაცავად
რადიო თავისუფლება·15:07

რუსეთიდან წიწიბურას ექსპორტი აიკრძალა – საქართველოს იმპორტში მისი წილი 99,9%-ია

რუსეთიდან წიწიბურას ექსპორტი აიკრძალა – საქართველოს იმპორტში მისი წილი 99,9%-ია
რადიო თავისუფლება·14:40

უკრაინამ სამარის ოლქში დაარტყა ქარხანა "ტოლიატიკაუჩუკს"

უკრაინამ სამარის ოლქში დაარტყა ქარხანა "ტოლიატიკაუჩუკს"
რადიო თავისუფლება·13:04

აქციაზე გამოფენილ ბანერს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ურთიერთბრალდებები მოჰყვა

აქციაზე გამოფენილ ბანერს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ურთიერთბრალდებები მოჰყვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.