მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს

ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს

ტვ პირველი19 ოქტომბერი, 2026, 14:39|tvpirveli.ge

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო სხდომებს არ დახურავენ - ლალი აფციაურმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ პროცესებზე თავად ექს-პრემიერიც გამოცხადდება.

"თუკი, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე იყო საჯარო, მითუმეტეს, რატომ არ უნდა იყოს ღარიბაშვილის საქმე ღია და საჯარო? - თქვა იურისტმა ჟურნალისტებთან და დასძინა, რომ დაცვის მხარე საქმის სტრასბურგის სასამართლოში წასაღებად ემზადება.

რაც შეეხება წერილს, სადაც ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, აფციაური აცხადებს, რომ „მდინარაძე აუცილებლად უნდა გამოეკითხათ და გამოძიებაც დაეწყოთ“.

„საქმის მასალების მიხედვით, დიდი ხანია, ასეთი საქმე არ მინახავს. ღარიბაშვილის ბრალდებას ორი ჩვენება ეხება - ბურჭულაძის და მხეიძის ჩვენება. ბურჭულაძის ჩვენება ყოველგვარი კონკრეტიკისგან დაცლილია, შეიძლება ადამიანს არ ახსოვდეს, სად, როდის, რა ვითარებაში გადასცა თანხა? მსგავსს ვერაფერს ნახავთ. მხოლოდ იმას ამბობს, გადავეციო, მაგრამ რა ვითარებაში, არაფერია ნათქვამი. სამართლიანი სასამართლოს პირობებში დღესვე უნდა შეწყვეტილიყო ეს საქმე. აქ ყველაფერი ითქვა, უკვე უსამართლოა სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში. იმედია, პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს. თუკი, ბურჭულაძის საქმე იყო საჯარო, მითუმეტეს, რატომ არ უნდა იყოს ღარიბაშვილის საქმე ღია და საჯარო? ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ვისაც დასამალი აქვს, ის ცდილობს დახუროს საქმე. სამწუხარო პრაქტიკა დანერგეს, ხალხს ხომ უნდა აჩვენოთ, როცა უმაღლესი თანამდებობის ყოფილ პირს უმძიმეს საქმეში ბრალს სდებთ, ამ ადამიანმა სინამდვილეში ჩაიდინა თუ არა დანაშაული? ირაკლი ღარიბაშვილი დიდი სიყვარულით სარგებლობდა საზოგადოების დიდ ნაწილში",- განაცხადა აფციაურმა.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ საქმის წარმოება არ შეწყვიტა - ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც ის მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაერთო - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.

ცნობისთვის, ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • სეს-მა დარღვევების გამო რამდენიმე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებსფორმულა
  • ხაბეიშვილი საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვსნეტგაზეთი
  • პრემიერი: შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა, რაც მოგვცემს დიდი თანხების დამატებით გენერირების საშუალებას, მარტო წელს, საორიენტაციოდ, 70 მილიონი ლარით გაიზრდება რკინიგზის დამატებითი შემოსავლებირუსთავი 2
პროცესი →სასამართლოს →

მსგავსი სტატიები

ვახოს ვერ შეაშინებენ,  ვერ გაანეიტრალებენ- სანაიას ცოლი

ვახოს ვერ შეაშინებენ, ვერ გაანეიტრალებენ- სანაიას ცოლი

ტვ პირველი

რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ტვ პირველი

ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია

ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია

ტვ პირველი

ექს-პრემიერის ადვოკატი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს

ექს-პრემიერის ადვოკატი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს

ტვ პირველი