
ციხეებთან აქციებზე დაკავებულთა მშობლები შვილების გათავისუფლებას ელოდებიან
ტვ პირველი|tvpirveli.ge
დილიდან ქსნის და გლდანის ციხეებთან აქციებზე დაკავებული აქტივისტების მშობლები და ახლობლები მივიდნენ. ისინი ადგილზე შვილების და ოჯახის წევრების გამოჩენას ელოდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის, სავარაუდოდ, არიან გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია და გიორგი ოკმელაშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge