ორიგინალი
სუს-ის ახალმა უფროსმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა 15 წუთში დაასრულა
ტვ პირველი·15:24

სუს-ის ახალმა უფროსმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა 15 წუთში დაასრულა

25 ნოემბერი, 2026 · 15:24

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა 15 წუთში დაასრულა. თამაზ ბორაშვილმა საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე ისაუბრა და ყურადღება 2025 წლის ოქტომბრის მოვლენებზე, BBC-ის გამოძიებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა უწყებებთან თანამშრომლობით იყენებს ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ ინსტიტუციურ და ოპერატიულ მექანიზმს ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეების შესამცირებლად. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ მიმარეთული აქტივობები ხორციელდებოდა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. მაგალითისთვის, შეგახსენებთ, 2025 ოქტომბრის მოვლენებს, როდესაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით, ქვეყანაში გეგმავდნენ სამოქალაქო არეულობას და დესტაბილიზაციას. მათი გეგმის ნაწილი იყო სტრატეგიული ობიექტის, პრეზიდენტის სასახლის დაკავება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა. სუსმა დააიდენტიფიცირა ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო და გეგმავდა საზოგადოებრივ პროცესებს. ჩვენ მიერ სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად თავიდან იქნა აცილებული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა. დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უცხოური მედიასაშუალება BBC-იც კი გახდა. ყველას გახსოვთ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რო თითქოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი, ე.წ. კამიტი იქნა გამოყენებული. აღნიშნულ ფაქტზე, როგორც იცით, ჩატარდა დროული გამოძიება და დადგინდა, რომ შსს-ს ნივთიერება კამიტი არასდროს შეუძენია. უფრო მეტიც, აღნიშნული ქიმიური ნივთიერება მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გამოყენებულა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართლებად რჩება. საანგარიშო წლის განმავლობაში კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოვლენა აღკვეთის პარალელურად, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო კორუფციის პრევენციის ხელშემწყობი ზომების დანერგვისა და გაძლიერების მიმართულებით. ამ მიზნით ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საინიციატივო შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტებში. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გარკვეულწილად, მეტყველებს მოქალაქეთა ჩართულობა კორუფციული დანაშაულის გამოვლენაში. შედეგად, 2025 წელს შემოსული მამხილებელი შეტყობინებების რაოდენობამ 156 ერთეული შეადგინა, - განაცხადა ბორაშვილმა სასესიო სხდომაზე.

ბორაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა დაიხურა, შესაბამისად, უცნობია, რა კითხვები დაუსვეს დეპუტატებმა სუსის ახალ უფროსს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. სუს-ის ახალმა უფროსმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა 15 წუთში დაასრულა

თემა: პარლამენტის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • რუსთავი 2·16:44
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
  • იმედი·16:36
    საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
  • BM.GE·16:23
    უკრაინის პარლამენტმა კრიპტოვალუტების ლეგალიზების და დაბეგვრის კანონი მიიღო
  • ფორმულა·22:03
    „ოცნების“ პარლამენტი ChatGPT Business-ის შეძენაზე 10 500 ლარს დახარჯავს
პარლამენტის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·19:10

მინსკი: გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს

მინსკი: გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
ტვ პირველი·19:05

ექსპერტების ვარაუდით, წლის ბოლომდე 1კგ. ფქვილის ფასი 5-დან 7 ლარამდე გაიზრდება

ექსპერტების ვარაუდით, წლის ბოლომდე 1კგ. ფქვილის ფასი 5-დან 7 ლარამდე გაიზრდება
ტვ პირველი·18:55

ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)

ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)
ტვ პირველი·18:40

ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ნია იმნაძის ბიძამ პროვოკაცია მოუწყო

ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ნია იმნაძის ბიძამ პროვოკაცია მოუწყო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.