მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "1001 ამბავი" - ადამიანები, ფაქტები, ისტორია|მანანა მანჯგალაძე BMG-ზე ახალი პროექტს იწყებს
"1001 ამბავი" - ადამიანები, ფაქტები, ისტორია|მანანა მანჯგალაძე BMG-ზე ახალი პროექტს იწყებს

"1001 ამბავი" - ადამიანები, ფაქტები, ისტორია|მანანა მანჯგალაძე BMG-ზე ახალი პროექტს იწყებს

BM.GE4 მაისი, 2026, 17:45|bm.ge

BMG-ზე მანანა მანჯგალაძის ახალი საავტორო TV პროექტი - "1001 ამბავი" იწყება.

პროექტი მოკლედ მოთხრობილი სიუჟეტების სერია იქნება, რომელიც მაყურებელს სხვადასხვა ადამიანსა და საინტერესო ფაქტებს მოკლედ გააცნობს.

"1001 ამბავი" ყოველ კვირას, 12:30 საათზე, გიორგი ისაკაძის გადაცემის, „ბიზნესის კვირეულის“ ფარგლებში გავა.

რატომ „1001 ამბავი“? - მანანა მანჯგალაძის თქმით, პროექტის მთავარი კონცეფცია დინამიკურ ეპოქასთან ადაპტირებაა.

"გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო" - იმ ძალიან ჭკვიანმა კაცმა თქვა და მართალიც ყოფილა, ამ "გაქცეულ" ეპოქაში მოკლედ უნდა ვთქვათ... ჩვენი მიზანი არ არის ისტორიულ სიღრმეებში ჩასვლა; გვინდა, ფაქტები მოგიყვეთ და დაგაინტერესოთ ისე, რომ მერე თქვენ წიგნით, გაჯეტით, გუგლით უფრო მეტი გაიგოთ. ინტერესის აღძვრა - ესაა "1001 ამბავის" დანიშნულება. დღეს ყველაფერი უცებ და რაც შეიძლება მოკლედ გვინდა ვნახოთ და გავიგოთ. გაჩნდა ადაპტირებული წიგნები, ფილმები და აგერ უკვე მედია პროდუქტიც. ისტორიას ხშირად პოლიტიკური კონიუნქტურის ან პირადი სიმპათიების მიხედვით ჰყვებიან, რის გამოც მაყურებელი მას ხშირად სუბიექტურად აღიქვამს; ამიტომაც ზუსტი მეცნიერებისგან განსხვავებული დღევანდელი მკითხველი თუ მაყურებელიც ისტორიას ისე კითხულობს და იჯერებს, როგორც მას მოსწონს ხოლმე... ერთადერთი, რაც "1001 ამბავში" არ გვინდა მოხვდეს, ეს მითებია - ისედაც მითებში ვცხოვრობთ და ხშირად გვაზიანებს კიდეც. ვნახოთ, რა გამოვა“, - ამბობს მანანა მანჯგალაძე.

პროექტზე მანანა მანჯგალაძესთან ერთად BMG-ის გრაფიკოს-მემონტაჟე ლადო ცხადაია იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ "1001 ამბავის" პარალელურად, ჟურნალისტი კვლავ გააგრძელებს მუშაობას პროექტზე #საქმიანები, სადაც თვეში ერთხელ ქვეყნის ყველაზე წარმატებული ადამიანების ისტორიებს გაგვაცნობს.

"ვაგრძელებთ გამორჩეული ადამიანების წარმოჩენას, თუმცა ვითვალისწინებთ დროის მოთხოვნებსაც. სოციალურმა ქსელებმა მედიამოხმარების კულტურა შეცვალა - მაყურებლის უმეტესობა მხოლოდ სათაურსა და ვიდეოს პირველ წუთს სჯერდება. სწორედ ამ პრინციპით შეიქმნა „1001 ამბავი“: გაქცეულ დროს „გაქცეული“, მაგრამ გამორჩეული ამბები უნდა მივაყოლოთ. ეს არის პროექტი ყველაფერზე - ბიზნესზე, ისტორიაზე, ფაქტებსა და მოვლენებზე", - აცხადებს BMG-ის გენერალური პროდიუსერი გიორგი ისაკაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE