
2027 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი 68 მილიონ ლარამდე იზრდება
BM.GE|bm.ge
2027 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 3 მილიონი ლარით, 68 მილიონ ლარამდე იზრდება - ამის შესახებ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში არის აღნიშნული.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ტურიზმის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა მომდევნო წელს უცვლელად შენარჩუნდება და 94 იქნება, ხოლო უწყების სახელფასო ფონდი 4.7 მილიონ ლარს მიაღწევს (ზრდა 400,000 ლარი).
ბიუჯეტის პროგრამულ აღწერაში კი 2027 წელს ადმინისტრაციის მიერ შიდა და საერთაშორისო ტურიზმის წახალისებისთვის დაგეგმილ აქტივობებზე აღნიშნულია რომ 62 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, თუმცა არაა განცალკევებით წარმოდგენილი რა იქნება საგარეო ტურისტული მარკეტინგის ბიუჯეტი და რა თანხა მოხმარდება შიდა ტურიზმის წახალისებას.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge