მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "2027 წელს უკრაინას $125 მილიარდის საგარეო ფინანსური დახმარება დასჭირდება" - ზელენსკი
"2027 წელს უკრაინას $125 მილიარდის საგარეო ფინანსური დახმარება დასჭირდება" - ზელენსკი

"2027 წელს უკრაინას $125 მილიარდის საგარეო ფინანსური დახმარება დასჭირდება" - ზელენსკი

BM.GE25 ნოემბერი, 2026, 02:30|bm.ge

2027 წელს უკრაინას $125 მილიარდის მოცულობის საგარეო ფინანსური დახმარება დასჭირდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეგიონულ ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მთავრობას მომავალი წლისთვის ევროკავშირისგან დაახლოებით €90 მილიარდის მოცულობის ვალდებულებები უკვე მიღებული აქვს და დარჩენილი €25 მილიარდის მოსაძიებლად მოლაპარაკებებს აქტიურად გამართავს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა მიმდინარე და მომავალი წლებისთვის €90-მილიარდიანი დაფინანსება დაამტკიცა. ამ პაკეტიდან €45 მილიარდი კი სწორედ მომავალი წლისთვის გამოიყოფა.

პარალელურად, გასულ კვირას ბლოკმა უკრაინის ეკონომიკისა და თავდაცვითი ძალისხმევის მხარდასაჭერად დამატებით €45 მილიარდის სესხების გაცემის გეგმა გამოაცხადა, რითაც საერთო მოცულობა €90 მილიარდამდე გაზარდა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ამ დაფინანსების უზრუნველყოფის გზა უკვე წარადგინა და კიევი ახლა ევროკავშირის მხარდაჭერის მოპოვებაზე მუშაობს. მისივე თქმით, უკრაინას კიდევ €25 მილიარდის მოძიება სჭირდება. პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ამ ამოცანას შეასრულებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვსფორმულა
  • მედია: ბოლო კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის წინააღმდეგიარუსთავი 2
  • ევროკომისიამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის წესები დაამტკიცატვ პირველი
  • უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

65%-იანი დატვირთვა და გაზრდილი ფასები - Ka Group გუდაურში არსებულ ტენდენციებზე

65%-იანი დატვირთვა და გაზრდილი ფასები - Ka Group გუდაურში არსებულ ტენდენციებზე

BM.GE

Microsoft-მა კომპანიაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა - რა გახდა მიზეზი და რის ცვლილებას გეგმავს ტექ-გიგანტი?

Microsoft-მა კომპანიაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა - რა გახდა მიზეზი და რის ცვლილებას გეგმავს ტექ-გიგანტი?

BM.GE

უსაფრთხოების სტანდარტები, ლაბორატორიის არარსებობა, იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები - რა გამოწვევებია სათამაშოების სექტორში

უსაფრთხოების სტანდარტები, ლაბორატორიის არარსებობა, იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები - რა გამოწვევებია სათამაშოების სექტორში

BM.GE

CMC საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

CMC საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

BM.GE