
Microsoft-მა კომპანიაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა - რა გახდა მიზეზი და რის ცვლილებას გეგმავს ტექ-გიგანტი?
Reuters-ის მიერ მოპოვებული შიდა დოკუმენტების თანახმად, 24-საათიანი გლობალური შეფერხების შემდეგ Microsoft-მა საგანგებო რეჟიმი, იგივე "Code Red"-ი გამოაცხადა, რათა მასშტაბური ტექნიკური ხარვეზების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები სრულად შეცვალოს.
ინფორმაციისთვის, 12-13 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის მიზეზი ივლისში Windows-ის სისტემაში გაპარული მასშტაბირების დეფექტი გახდა და ის კიბერშეტევას ან ხელოვნური ინტელექტის აგენტებს არ უკავშირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ხარვეზმა Exchange Online-ის, Outlook-ის, Teams-ისა და Copilot-ის მუშაობა შეაფერხა, რის შედეგადაც ავსტრალიის, იაპონიისა და აშშ-ის სამთავრობო უწყებები, საფინანსო კომპანიები და ავიახაზები დაზარალდნენ.
M365 Core-ის პრეზიდენტმა ჯეისონ ჰენდერსონმა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ეს Exchange Online-ის ისტორიაში მომხმარებლებზე ყველაზე მძიმე გავლენის მქონე შემთხვევა იყო და სწორედ მსგავსის განმეორების თავიდან ასარიდებლად ცხადდება. "Code Red"-ი.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო მობილიზაციის ფარგლებში, Microsoft-მა მიზნად დაისახა, სამომავლო ინციდენტები გლობალურად ერთ საათში ან უფრო ნაკლებ დროში აღმოფხვრადი გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად, კომპანია სისტემური მონაცემების სწრაფი დიაგნოსტიკისთვის ხელოვნური ინტელექტის აგენტების დანერგვაზე იმუშავებს.
BM.GE
წყარო: bm.ge