მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 9 თვეში კონკურენციის სააგენტომ 136 მოვაჭრე 303 ათას ლარზე მეტით დააჯარიმა
9 თვეში კონკურენციის სააგენტომ 136 მოვაჭრე 303 ათას ლარზე მეტით დააჯარიმა

9 თვეში კონკურენციის სააგენტომ 136 მოვაჭრე 303 ათას ლარზე მეტით დააჯარიმა

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 15:48|bm.ge

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს [GCCA] ინფორმაციით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვეში 2 013 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შესული ზარების რაოდენობამ 6 250 შეადგინა.

მათივე ცნობით, განცხადებების რაოდენობა წლიურად 102%-ით არის გაზრდილი.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 248 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 563 საქმეზე. დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 136 მოვაჭრეს - 307 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა ჯამში 303 463 ლარის ოდენობით.

ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 168 საქმეზე - 147 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

"ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 81% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი - 3%, ქვემო ქართლი - 2%, კახეთი - 2 %, სამეგრელო-ზემო სვანეთი 2% და სხვა.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 834 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 436, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 498, ხოლო სხვა დანარჩენზე - 245. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 67%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 11%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 19 %", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

GOGC ამ დრომდე ელოდება Frontera-სგან არბიტრაჟში მოგებული კომპენსაციის მიღებას - ფინანსური ანგარიში

GOGC ამ დრომდე ელოდება Frontera-სგან არბიტრაჟში მოგებული კომპენსაციის მიღებას - ფინანსური ანგარიში

BM.GE

რა არის „ჰაუს ჰაქინგი“ ამერიკაში?

რა არის „ჰაუს ჰაქინგი“ ამერიკაში?

BM.GE

6 ოქტომბერს თბილისის 3 რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება - დეტალები

6 ოქტომბერს თბილისის 3 რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება - დეტალები

BM.GE

29 ნოემბერს ესპანეთში ვადამდელი არჩევნები გაიმართება

29 ნოემბერს ესპანეთში ვადამდელი არჩევნები გაიმართება

BM.GE