მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ადიგენში, 7 ოჯახი, რომლებსაც სტიქიამ სახლები დაუზიანათ, ფულად კომპენსაციას მიიღებს
ადიგენში, 7 ოჯახი, რომლებსაც სტიქიამ სახლები დაუზიანათ, ფულად კომპენსაციას მიიღებს

ადიგენში, 7 ოჯახი, რომლებსაც სტიქიამ სახლები დაუზიანათ, ფულად კომპენსაციას მიიღებს

BM.GE30 აპრილი, 2026, 02:00|bm.ge

ადიგენის მუნიციპალიტეტში 7 ოჯახი, რომლებსაც სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ, მთავრობისგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ. შესაბამისი 772-ე განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე 21 აპრილს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, ფულადი კომპენსაციის გაცემა მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეუწყებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაავალა. მას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგულში ერთი, ხოლო სოფელ იმერთუბანში ერთი ოჯახი, სოფელ მოხეში - ერთი, სოფელ ქვემო ენთელში - ორი, სოფელ ვარხანში - ერთი, სოფელ უდეში - ერთი ოჯახი მიიღებს.

ერთ ოჯახზე საკომპენსაციო თანხა:

• 50 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, თუ დაზარალებულ ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ უფიქსირდება; • 30 000 ლარის ოდენობით კი იმ შემთხვევაში კი თუ ოჯახს აქვს ან ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და ამ განკარგულების გამოცემის შემდეგ გაასხვისა. ასევე თუ განკარგულების გამოცემის შემდეგ დაზიანებული სახლის მესაკუთრემ, რომელიც განკარგულების გამოცემის თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი.

ფულადი კომპენსაცია ამ განკარგულებით გათვალისწინებულ პირებზე ერთჯერადია.

ამასთან, დოკუმენტში ისიც არის აღნიშნული, რომ სოცდაუცველთა ერთიან ბაზაში კომპენსაციის მიმღებების გადამოწმება არ მოხდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობამ ადიგენში სტიქიით დაზარალებული 5 ოჯახისთვის კომპენსაციები მიმდინარე წლის თებერვალშიც გამოყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოჯახის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩატვ პირველი
  • დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძენეტგაზეთი
  • პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებსიმედი
ოჯახის →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE