მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ანაკლიის პორტში ტვირთნაკადების მოზიდვის რესურსი დიდია" - როგორ აფასებს ბიზნესი მოდელის ცვლილებას?
"ანაკლიის პორტში ტვირთნაკადების მოზიდვის რესურსი დიდია" - როგორ აფასებს ბიზნესი მოდელის ცვლილებას?

"ანაკლიის პორტში ტვირთნაკადების მოზიდვის რესურსი დიდია" - როგორ აფასებს ბიზნესი მოდელის ცვლილებას?

BM.GE6 ივლისი, 2026, 20:21|bm.ge

“ტრანს ლოგისტიკას” დირექტორი ჯაბა თარიმანაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტში ტვირთები მოზიდვის რესურსი არაერთი ქვეყნიდანაა, მათ შორის ცენტრალური აზიიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან.

შესაბამისად, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პორტში მხოლოდ ერთი ოპერატორი კომპანია არ იქნება და მხოლოდ ერთი კომპანია არ დაადგენს ბაზარზე ტარიფებს.

ჯაბა თარიმანაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მნიშვნელობა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და დასავლეთისთვისაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა.

„ჩვენ ბევრჯერ ვახსენეთ და ბევრჯერ გავავლეთ პარალელი ანაკლიასა და თანამედროვე ოქროს საწმისს შორის, იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად სტრატეგიული პროექტია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, მთლიანად რეგიონისთვის. ეს არა მარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, როგორც სამხრეთ კავკასიისთვის, ასევე ცენტრალური აზიისთვის, ჩინეთისთვის, დასავლეთისთვის, ამერიკისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი და რატომ? ბოლო პერიოდში განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა, კერძოდ ჩრდილოეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა, ჰორმუზის სრუტის ორმაგმა ბლოკადამ, წითელი ზღვის პარალიზებამ, რეალურად დაანახა მთელ სამყაროს, რომ ალტერნატიული მარშრუტები არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ასევე საკვები მიწოდების ჯაჭვების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

ის, რომ აღნიშნული პროექტი არ გაკეთდა ნაჩქარევად, არ მოხდა არასწორი გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა, ჩვენ დავაგვიანეთ აღნიშნული პროექტის აშენება, მაგრამ მეორეს მხრივ, დღეს გაკეთებული განცხადებაც ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ მივდივართ სწორი გზით. მთავარია, როგორც ამბობენ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ეს გვიან გაკეთებული უნდა იყოს სწორი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება, ე.წ. “ლენდლორდის” პრინციპი, მსოფლიო ბანკთან თანხვედრაში ყოფნა, დასავლეთთან თანხვედრაში ყოფნა, ასევე გათვალისწინება როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის პლატფორმის შექმნა იმისათვის, რომ კერძო ოპერატორებს მიეცეთ თავიანთი ტერმინალების განვითარების შესაძლებლობა, შექმნან კონკურენცია მთლიანად პორტში, რადგან იმდენად დიდია სივრცე, იმდენად დიდია ტვირთნაკადების რესურსი, როგორც ცენტრალური აზიიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან და ა.შ. რომ ჩვენ რეალურ პლატფორმას ვუქმნით, ყველას ვაძლევთ მუშაობის საშუალებას, განვითარების საშუალებას, ასევე შიდა კონკურენციის საშუალებას ისე, რომ მხოლოდ ერთმა ოპერატორმა არ გადაწყვიტოს, რა ტარიფი უნდა დაწესდეს აღნიშნულ ტერმინალში და შესაბამისად, არ შეუქმნას საფრთხე საქართველოზე გამავალ დერეფანს, იმიტომ რომ საქართველო, როგორც დერეფანი ცენტრალური აზიის გარეშე არ არსებობს, დასავლეთის გარეშე არ არსებობს. როცა ჩვენ ვასრულებთ საერთაშორისო ფუნქციას, ვაძლევთ ყველას იმის საშუალებას, რომ იმუშაონ, საქმე აკეთონ, მაგრამ კონკურენტულად ისე, რომ არ გაუძვირონ ტარიფები არც ერთ მოთამაშეს, არც მეორეს და კონკრეტულ ერთ ინტერესს არ მოემსახურონ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც როგორც მსოფლიო ბანკის სტანდარტებს შეესაბამება, ასევე პოზიტიური სიგნალია დასავლელი პარტნიორების მიმართ”, - განაცხადა ჯაბა თარიმანაშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელი კიდევ ერთხელ შეცვალა. მისი თქმით, პროექტი ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო პორტის 100%-იან მესაკუთრედ დარჩება, თავად დააფინანსებსა და ააშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ნავმისადგომებსა და ტერმინალებს სხვადასხვა კერძო ოპერატორზე იჯარით გასცემს. შესაბამისად, პროექტში აღარ იქნება ჩართული კერძო სტრატეგიული ინვესტორი და არც ჩინური CCCC, რომელიც 2024 წელს საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ იყო შერჩეული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე პარტნიორი - თამარ იოსელიანი

“ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე პარტნიორი - თამარ იოსელიანი

BM.GE

იმედი მაქვს, კიდევ გადავადდება - დეგუსტოს დირექტორი პლასტმასის რეგულაციებზე

იმედი მაქვს, კიდევ გადავადდება - დეგუსტოს დირექტორი პლასტმასის რეგულაციებზე

BM.GE

ფიფამ ტრამპის ზარის შემდეგ აშშ-ის ნაკრების ლიდერს დისკვალიფიკაცია მოუხსნა

ფიფამ ტრამპის ზარის შემდეგ აშშ-ის ნაკრების ლიდერს დისკვალიფიკაცია მოუხსნა

BM.GE

Airbus-მა და Leonardo-მ თანამგზავრების წარმოება გადაწყვიტეს

Airbus-მა და Leonardo-მ თანამგზავრების წარმოება გადაწყვიტეს

BM.GE