მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით
არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით

არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით

BM.GE3 ივლისი, 2026, 22:17|bm.ge

თბილისში, ორთაჭალაში მდებარე Archi Horizon-ის ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ENVIROS-მა დამოუკიდებლად შეაფასა, რაც მოიცავს პროექტის სამ საცხოვრებელ A, B და C ბლოკის.

ENVIROS-ის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Archi Horizon-ის ენერგოეფექტურობას, მდგრადობასა და დაბალხარჯიან საცხოვრებელ კონცეფციას. დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორის შეფასება წარმოადგენს სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მასალას.

ENVIROS ენერგოეფექტურობისა და მდგრადობის მიმართულებით სპეციალიზებული წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელსაც 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის საერთაშორისო Société Générale Financial Group-ის ნაწილია. კომპანია, როგორც ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ენერგოაუდიტორი, საქართველოში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად ოპერირებს.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა თანამშრომლობის მემორანდუმზე საქართველოს ბაზარზე წამყვან დეველოპერ „არქისთან“. სულ ახლახან მოვამზადეთ „არქი ჰორაიზონის“ შეფასება, რომელიც ადასტურებს, რომ პროექტს ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებლები აქვს და, ამავდროულად, შეესაბამება ენერგოეფექტურობის მიმართულებით არსებულ ევროპულ მოთხოვნებს“, - აღნიშნა იან ჰანუშმა, ENVIROS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Archi Horizon-ის აპარტამენტები თბილისში მცხოვრებლებისა და მოიჯარეებისთვის პრაქტიკულ სარგებელსაც ქმნის: შენობის გარსი ამცირებს სითბოს დანაკარგს ზამთარში და ხელს უწყობს უკეთეს თბოკონტროლს ზაფხულში, რაც გათბობისა და გაგრილების ხარჯების შემცირებას განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ Archi-მ და ENVIROS-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანიც Archi-ს პროექტების ენერგოეფექტურობისა და მდგრადობის მაჩვენებლების გაუმჯობესება იქნება. თანამშრომლობა შეეხება არა მხოლოდ პროექტირების ეტაპს, არამედ შენობების ექსპლუატაციის პერიოდსაც.

„Archi-სთვის, როგორც საქართველოში #1 დეველოპერისთვის, ESG სტანდარტებთან შესაბამისობა, ენერგოეფექტურობა და მდგრადობა გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებებია. Société Générale Financial Group-ის წევრ ENVIROS-თან თანამშრომლობა კი კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, პროექტებში ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები კიდევ უფრო სისტემურად დანერგოს და მცხოვრებლებს შესთავაზოს უფრო კომფორტული, მდგრადი და ეკონომიურად ეფექტიანი საცხოვრებელი გარემო“, - განმარტავს Archi-ს გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემარუსთავი 2
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემაიმედი
  • თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 ათასი ლარი გამოიყოფორმულა
  • 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – EUნეტგაზეთი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

II კვარტალში ელევატორებში 116.1 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა - რა ვითარებაა სექტორში

II კვარტალში ელევატორებში 116.1 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა - რა ვითარებაა სექტორში

BM.GE

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

BM.GE

საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, რევაზ გოგოლაძის ახალი პროფესიული გზა

საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, რევაზ გოგოლაძის ახალი პროფესიული გზა

BM.GE

მიქაუტაძის განცხადება, თითქოს ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა - ადვოკატი

მიქაუტაძის განცხადება, თითქოს ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა - ადვოკატი

BM.GE