მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ₾750-მილიონიანი გზის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა
აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ₾750-მილიონიანი გზის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა

აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ₾750-მილიონიანი გზის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE8 ივლისი, 2026, 19:37|bm.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი, რომლითაც საქართველო-სომხეთის და საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალი უნდა შეიცვალოს ოთხზოლიანი და გაზრდილი გამტარიანობის ახალი გზით. პროექტის საერთო ღირებულებაა 250 მილიონი ევრო (754 მლნ ლარი) და ის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) კრედიტით ფინანსდება.

გზის ამ მონაკვეთზე თავდაპირველად ტენდერი 2024 წლის აგვისტოში გამოცხადდა და მის ფარგლებში გამარჯვებულის გამოვლენა და მშენებლობის დაწყება ჯერ კიდევ 2025 წელს იგეგმებოდა, თუმცა 2026 წლის მარტში ტენდერი ოფიციალურად შეწყდა, რის მიზეზადაც დაბალი კონკურენცია დასახელდა. მიმდინარე წლის მარტში კი გამოცხადდა 19 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი გზის სამშენებლო ზედამხედველობის მომსახურებასთან დაკავშირებით. პარალელურად კი საქართველოს მთავრობამ განაგრძო გზის გაყვანისთვის საჭირო მიწების გამოსყიდვის პროცესი, რისთვისაც წელს დამატებით რამდენიმე ექსპროპრიაციაც გამოცხადდა.

ახალი მაგისტრალები ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერებით (ლოტი 1 და ლოტი 2; ლოტი 3 და ლოტი 4) მთლიანობაში 61.3 კილომეტრის სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობა არის გათვალისწინებული.

პროექტის ლოტები ასე ნაწილდება:

• ლოტი 1 - რუსთავი-ალგეთი 21 კილომეტრი, მაგისტრალის სიგანე 4 x 3.75 მეტრი, მოძრაობის სიჩქარე 120 კმ/სთ; • ლოტი 2 - ალგეთი-წითელი ხიდი 10.9 კილომეტრი, მაგისტრალის სიგანე 4 x 3.75 მეტრი, მოძრაობის სიჩქარე 120 კმ/სთ; • ლოტი 3 - ალგეთი-არაფლო 13 კილომეტრი, მაგისტრალის სიგანე 4 x 3.75 მეტრი, მოძრაობის სიჩქარე 120 კმ/სთ; • ლოტი 4 - არაფლო-სადახლო 16.3 კილომეტრი, მაგისტრალის სიგანე 4 x 3.75 მეტრი, მოძრაობის სიჩქარე 120 კმ/სთ.

არსებული მდგომარეობით, საქართველოს და სომხეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალები ორზოლიანია და ის მეტწილად დასახლებულ პუნქტებში გადის. ახალმა მაგისტრალმა კი გამტარიანობა უნდა გაზარდოს და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს გვერდი უნდა აუქციოს.

ახალი ტენდერის ფარგლებში კომპანიებმა საკუთარი წინადადებები სახელმწიფოს 2026 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარუდგინონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოცხადდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდაიმედი
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდარუსთავი 2
  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
გამოცხადდა →

მსგავსი სტატიები

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

BM.GE

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

BM.GE

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

BM.GE

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

BM.GE