მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ბევრმა ახალგაზრდამ მომწერა“ - კალაძის თქმით, ხმაურის შეზღუდვის წესებზე შსს და ავტო-მოტო ფედერაციები იმუშავებენ
„ბევრმა ახალგაზრდამ მომწერა“ - კალაძის თქმით, ხმაურის შეზღუდვის წესებზე შსს და ავტო-მოტო ფედერაციები იმუშავებენ

„ბევრმა ახალგაზრდამ მომწერა“ - კალაძის თქმით, ხმაურის შეზღუდვის წესებზე შსს და ავტო-მოტო ფედერაციები იმუშავებენ

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 17:51|bm.ge

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხმაურის შემცირების მიზნით დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით აუცილებელია ოპტიმალური ბალანსის დაცვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის სიმშვიდე და ამავდროულად, არ დაზიანდნენ ავტო და მოტომოყვარულები.

მედიასთან საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ღამის საათებში კონკრეტულ ქუჩებსა და გამზირებზე ხმაური მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, მან დასძინა, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება ავტო და მოტომოყვარულთა ინტერესებიც, რომელთაგანაც პირადად მიიღო არაერთი შეტყობინება.

„ერთი პრობლემა რაც არის, ეს არის ხმაურისგან შეწუხებული მოსახლეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში, კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ გამზირებზე, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის, თუმცა არის მეორე მხარე ავტო და მოტომოყვარულები. დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე. სხვათა შორის, მეც ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ, მოტომოყვარულმა და ავტომოყვარულმა მომწერა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ შეიძლებოდა რაიმე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საკითხზე უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩართულნი არიან დარგობრივი ფედერაციებიც.

„როგორც პრემიერმა ისაუბრა დღეს, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, როგორც ავტო-მოტო ფედერაციები კონკრეტული ადამიანების ჩართულობით, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც ოპტიმალური იქნება ყველასთვის, როგორც ავტო და მოტომოყვარულთათვის, ასევე, ისე რომ არ შევაწუხოთ და დავაზიანოთ მოსახლეობა“, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ავტომობილების ხმაურზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში (23:00-დან 08:00-მდე) ხმაურის მაქსიმალური ზღვარი 80 დეციბალით განისაზღვრა. რაც შეეხება დღის საათებსა და მაგისტრალებს, აქ ნორმები ტექინსპექტირების რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. კანონის აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი, რომელიც მძღოლებს სპეციალური პორტატული აპარატებით ამოწმებს. წესები არ ვრცელდება მხოლოდ სპეციალური სტატუსის მქონე სპორტულ ავტომობილებზე, როცა ისინი წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციებზე გადაადგილდებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • კადრებში საეჭვო ვერაფერი დავინახე - კალაძე დავითაძის საქმეზეტვ პირველი
  • კახა კალაძე ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაარუსთავი 2
  • კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთიმედი
  • კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?ფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ვის აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება - კანონი

ვის აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება - კანონი

BM.GE

აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით

აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით

BM.GE

ევროპული სტანდარტი საქართველოში: როგორ ცვლის "დეკონცეპტი" ინტერიერის ქართულ ბაზარს

ევროპული სტანდარტი საქართველოში: როგორ ცვლის "დეკონცეპტი" ინტერიერის ქართულ ბაზარს

BM.GE

გავრცელებულ სავარაუდო აუდიოჩანაწერში ნანა ყეინიშვილი და Bitxchange-ის დამფუძნებელი წილების გადანაწილებაზე საუბრობენ

გავრცელებულ სავარაუდო აუდიოჩანაწერში ნანა ყეინიშვილი და Bitxchange-ის დამფუძნებელი წილების გადანაწილებაზე საუბრობენ

BM.GE