მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთმა Rheinmetall-ი და ევროკავშირის 13 სხვა ინდუსტრიული კომპანია დაასანქცირა
ჩინეთმა Rheinmetall-ი და ევროკავშირის 13 სხვა ინდუსტრიული კომპანია დაასანქცირა

ჩინეთმა Rheinmetall-ი და ევროკავშირის 13 სხვა ინდუსტრიული კომპანია დაასანქცირა

BM.GE24 ივლისი, 2026, 21:31|bm.ge

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ევროკავშირის 14 თავდაცვით და ტექნოლოგიურ კომპანიას ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი შეუზღუდა. არსებული ინფორმაციით, პეკინმა ეს ნაბიჯი ევროკავშირის მიერ ჩინური და ჰონკონგური სუბიექტების წინააღმდეგ სანქციებს დაწესების საპასუხოდ მიიღო.

შეზღუდვების სიაში გერმანული თავდაცვითი გიგანტი Rheinmetall-ი, ჩეხური სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი Tatra და ნიდერლანდური საზღვაო-საინჟინრო კომპანია IHC Merwede მოხვდნენ. ჩინელ ექსპორტიორებს ამ საწარმოებისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდება აეკრძალათ, თუმცა განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ლიცენზიის გაცემა მაინც დაიშვება.

რაც შეეხება ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩინეთის საპასუხო ნაბიჯებს უძღოდა წინ, საუბარია ბრიუსელის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებულ 14 იურიდიულ პირზე, რომლებიც ჩინეთსა და ჰონკონგში არიან რეგისტრირებული.

ევროპული მხარის განმარტებით, ამ კომპანიების უმრავლესობა მაღალტექნოლოგიური კომპანიის სახელის საფარქვეშ, ლოგისტიკურ საქმიანობას ეწეოდა და რუსულ მხარეს დასავლური ტექნოლოგიების იმპორტში ეხმარება.

ცნობისთვის, ბოლო კვლევების თანახმად, რუსეთში მოხვედრილი სანქცირებული საქონლის 90%-მდე ქვეყანაში სწორედ ჩინეთის ტერიტორიის გავლით შედის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდია ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცების აშკარა არჩევანს აკეთებსიმედი
  • ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის იმ ბავშვთა ბანაკს ასანქცირებს სადაც უკრაინელებს აგზავნიანფორმულა
  • ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, წევრი ქვეყნების ზეწოლის გამო, ევროპის თავდაცვის ახალი, მაღალი დონის ჯგუფის შექმნა გააუქმა - POLITICOრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

BM.GE

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE

აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკი

აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკი

BM.GE

მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები

მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები

BM.GE