მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაკავებულია პირი, რომელიც პენსიონერებს ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებოდა და 48 983 ლარს დაეუფლა
დაკავებულია პირი, რომელიც პენსიონერებს ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებოდა და 48 983 ლარს დაეუფლა

დაკავებულია პირი, რომელიც პენსიონერებს ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებოდა და 48 983 ლარს დაეუფლა

BM.GE1 აგვისტო, 2026, 15:45|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს და თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა. ამის შემდგომ ბრალდებული იმავე პირებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით კვლავ უკავშირდებოდა, ატყობინებდა, თითქოს მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვისა და ანგარიშებზე არსებული თანხები ჩამორთმევის საფრთხის წინაშე იყო. აღნიშნულის თავიდან აცილების საბაბით, მოქალაქეებს სთავაზობდა, ნაღდი ფული წარმომავლობის დადგენის მოტივით მის მიერ გაგზავნილი შუამავლისთვის გადაეცათ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილ 48 983 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახელით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • გიორგი სოსიაშვილი: მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაიქართველებს, მაგალითებს იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა წლები და მათ სახელებს ვეღარავინ გაიხსენებს, მაგრამ ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის ჩვენს გმირ მეფეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლოიმედი
  • ირაკლი კირცხალია: მთელი ჩემი გუნდის სახელით, მინდა, დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძისა და მისი საქმიანობის მიმართრუსთავი 2
  • საპატრიარქო დონბასში მებრძოლი ბატალიონისთვის ბერ გაბრიელის სახელის დარქმევას ემიჯნებაფორმულა
  • პარტია „გირჩი“ სახელს იცვლისნეტგაზეთი
სახელით →

მსგავსი სტატიები

სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი

სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი

BM.GE

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა ₾2.74 მილიარდს მიაღწია - სებ

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა ₾2.74 მილიარდს მიაღწია - სებ

BM.GE

ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე

ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე

BM.GE

ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა

ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა

BM.GE