მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირმა და უკრაინამ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
ევროკავშირმა და უკრაინამ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ევროკავშირმა და უკრაინამ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

BM.GE15 ივლისი, 2026, 23:54|bm.ge

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს კიევში დრონების წარმოების გაზრდის მიზნით შეთანხმება გააფორმეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ამჟამად წელიწადში 10 მილიონ უპილოტო საფრენ აპარატს აწარმოებს და ეს მაჩვენებელი კი, მათ შორის, გაფორებული შეთანხმების დამსახურებით, უახლოეს მომავალში 20 მილიონამდე გაიზრდება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ახალი დრონები ევროკავშირის ტექნოლოგიური ცოდნისა და უკრაინის საბრძოლო გამოცდილების გაერთიანებით შეიქმნება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ პროექტის დაფინანსება ევროკავშირის ორი ფინანსური წყაროდან მოხდება. ერთი მხრივ, იმ €90 მილიარდის სესხიდან, რომელიც უკრაინისთვის ევროპულმა ქვეყნებმა უკვე გამოყვეს, მეორე მხრივ, კი იმ €10 მილიარდიდან, რომელიც SAFE-ის თავდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯერ კიდევ აუთვისებელია.

საყურადღებოა, რომ ახალი შეთანხმების ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინიდან შორს, ამ დროისთვის უცნობ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში დამზადდება და შეინახება. კიევს კი საჭიროებისამებრ გადაეცემა. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს საბრძოლო ინვენტარის დაცვას რუსული საფრთხისაგან. საჭიროების შემთხვევაში, დრონები შესაძლოა ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებსაც კი გადაეცეთ.

ევროკავშირის ახალი ხელშეკრულება პარტნიორობის შესაძლებლობას ორგანიზაციის ოცდაშვიდივე წევრ სახელმწიფოს სთავაზობს. შედარებისთვის, აქამდე უკრაინასთან ორმხრივ შეთანხმებებს ტექნოლოგიური თანამშრომლობის მიზნით მხოლოდ ცალკეული ქვეყნები აფორმებდნენ.

სამომავლოდ ევროკომისია უკრაინასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. დაანონსებული გეგმა ბალისტიკური და ანტიბალისტიკური სარაკეტო სისტემების ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 280 სტატია.

  • ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტის და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფააიმედი
  • უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყაფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების თაობაზე რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების თაობაზე რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან

BM.GE

ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა, დაკარგულია 2400-ზე მეტი ადამიანი

ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა, დაკარგულია 2400-ზე მეტი ადამიანი

BM.GE

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

BM.GE

კბილის ჯაგრისების იმპორტი 44%-მდე გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი თურქეთია

კბილის ჯაგრისების იმპორტი 44%-მდე გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი თურქეთია

BM.GE