მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო" - პაპუაშვილი დენის სისტემურ გათიშვაზე
"ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო" - პაპუაშვილი დენის სისტემურ გათიშვაზე

"ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო" - პაპუაშვილი დენის სისტემურ გათიშვაზე

BM.GE25 ივლისი, 2026, 20:59|bm.ge

შალვა პაპუაშვილი ქვეყანაში ენერგოსისტემის მასშტაბურ ავარიულ გათიშვას უჩვეულოს უწოდებს და აცხადებს, რომ გამოძიებამ შესაძლო ადამიანური ფაქტორი ან საბოტაჟის ნიშნები უნდა გამოავლინოს.

პაპუაშვილის თქმით, აუცილებელია შემთხვევის ყველა დეტალის დროულად დადგენა.

„მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული და გამოძიებული იყოს, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო. მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი გაირკვეს.

ვნახოთ, რა იქნება გამოძიების შედეგი... თუკი აქ არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, რაიმე საბოტაჟის ხასიათის ქმედება, ეს ყველაფერი გამოვლენილი უნდა იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ორჯერ ავარიულად გათიშვის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ცნობით, 25 ივლისს, დაახლოებით დილის 08:00 საათზე მომხდარი ავარიული გათიშვის შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით 10:15 საათისთვის სრულად აღდგა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ავარიის გამომწვევი კონკრეტული მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

ანალოგიური მასშტაბური გათიშვა საქართველოში წინა დღეს, 24 ივლისსაც დაფიქსირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენიმედი
  • პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვსფორმულა
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

„უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ირაკლი ბურდილაძე

„უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ირაკლი ბურდილაძე

BM.GE

თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას იწყებს

თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას იწყებს

BM.GE

რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას გეგმავს

რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას გეგმავს

BM.GE

ჩინეთი სახელმწიფო ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში $53.6 მილიარდის ინექციას განახორციელებს

ჩინეთი სახელმწიფო ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში $53.6 მილიარდის ინექციას განახორციელებს

BM.GE