მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფაშინიანმა პუტინს სავაჭრო შეზღუდვების მოხსნა სთხოვა, პუტინმა კი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარება ურჩია
ფაშინიანმა პუტინს სავაჭრო შეზღუდვების მოხსნა სთხოვა, პუტინმა კი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარება ურჩია

ფაშინიანმა პუტინს სავაჭრო შეზღუდვების მოხსნა სთხოვა, პუტინმა კი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარება ურჩია

BM.GE28 ივლისი, 2026, 13:51|bm.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას სთხოვა, დაეხმაროს სომხურ ექსპორტზე დაწესებული რუსული შეზღუდვების გარშემო არსებული დავის მოგვარებაში. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

საერთაშორისო მედია წერს, რომ ფაშინიანმა, რომელიც რუსეთთან არსებული მოკავშირეობის მიუხედავად, სომხეთის საგარეო კურსს პროდასავლური მიმართულებით წარმართავს, პუტინს განუცხადა, რომ სავაჭრო შეზღუდვები ორ ქვეყანას შორის არსებულ შეთანხმებებს ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ასევე არღვევს მოსკოვის ლიდერობით მოქმედი „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ წესებს, რომლის წევრებიც როგორც სომხეთი, ისე რუსეთი არიან.

„მან [ფაშინიანმა] ითხოვა ზომების მიღება ამ საკითხების მოსაგვარებლად“, - აცხადებენ სომხეთის პრემიერის ოფისში და ამატებენ, რომ ერევანი კვლავ მზადაა ღია დავების დიალოგის გზით გადასაჭრელად.

თავის მხრივ, კრემლის ცნობით, პუტინმა ფაშინიანს განუცხადა, რომ სომხეთის ლიდერის წინადადება ქვეყანამ ევროკავშირის წევრობას მიაღწიოს რეფერენდუმზე „რაც შეიძლება სწრაფად“ უნდა იქნეს გატანილი.

მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაძაბა, რაც სომხეთმა დასავლეთთან კავშირების გაღრმავება დაიწყო. გასულ თვეს რუსეთმა სავაჭრო შეზღუდვები დააწესა და დროებით აკრძალა სომხური პროდუქციის ფართო ასორტიმენტის იმპორტი, მათ შორის ხილის, ბოსტნეულის, ყვავილების, თევზისა და ალკოჰოლური სასმელების.

ფაშინიანი რუსეთს მიმდინარე თვის დასაწყისში ეწვია, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ივნისის არჩევნებში გაიმარჯვა და რამდენიმე პრორუსული ოპოზიციური ძალა დაამარცხა.

მოსკოვმა ერევანი უკვე გააფრთხილა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, სომხეთს „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“ წევრობა შეეჩეროს.

სომხეთი ენერგომომარაგების კუთხით მძიმედ არის დამოკიდებული რუსეთზე. ამასთან, გასულ წელს რუსეთზე სომხეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 35% მოდიოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართებაიმედი
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

BM.GE

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

BM.GE

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

BM.GE

ფინანსური სექტორისთვის სპეციალური ChatGPT შეიქმნა

ფინანსური სექტორისთვის სპეციალური ChatGPT შეიქმნა

BM.GE