მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 19:17|bm.ge

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ინიციატივით, ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალი პროექტი „ფინანსური განათლების ავტობუსი“ იღებს სათავეს.

„ფინანსური განათლების ავტობუსი“ საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ახალი პროექტია, რომელიც რეგიონების სკოლებში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. სპეციალურად აღჭურვილი და ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა ცენტრებსა თუ სოფლებში მოსახლეობას საგანმანათლებლო რესურსებითა და ტრენინგებით უზრულველყოფს. პროექტში 130 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები იქნებიან ჩართულნი. წლის განმავლობაში კი 180-ზე მეტი სასწავლო შეხვედრა გაიმართება.

ახალი ინიციატივის წარდგენა ეროვნულმა ბანკმა 30 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამართა. პრეზენტაციის შემდგომ პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“, ბაზისბანკსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

“საქართველოს რეგიონებში ფინანსური განათლების გასავრცელებლად საგანმანათლებლო პროექტი „ფინანსური განათლების ავტობუსი“ იწყება. ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ბრენდირებული ავტობუსი რეგიონებისა და სოფლების მოსწავლეებს მოემსახურება. პროექტის მიზანია ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მსგავსი შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ. „ფინანსური განათლების ხელშეწყობა ბაზისბანკისთვის გრძელვადიანი პრიორიტეტია“, — განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

ღონისძიებაზე შეჯამდა ეროვნული ბანკის მიერ წლის განმავლობაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ პროექტზე, რომელიც წელს ბაზისბანკის მთავარი მხარდაჭერით განხორციელდა.

ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. ბაზისბანკი, მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს საინტერესო ინიციატივებს, რომლებიც ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტი - დედაქალაქს ახალი, თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი ექნებარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

BM.GE

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

BM.GE

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა

BM.GE