მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ფლაგმანური პროექტი არა მხოლოდ „ბიოგრაფისთვის“, არამედ თბილისისთვის“ | რა იგეგმება ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე?
„ფლაგმანური პროექტი არა მხოლოდ „ბიოგრაფისთვის“, არამედ თბილისისთვის“ | რა იგეგმება ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე?

„ფლაგმანური პროექტი არა მხოლოდ „ბიოგრაფისთვის“, არამედ თბილისისთვის“ | რა იგეგმება ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე?

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 02:24|bm.ge

Biographi Living-ში მიიჩნევენ, რომ დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე დაანონსებული მულტიფუნქციური კომპლექსი „ფლაგმანური პროექტი“ გახდება არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ დედაქალაქისთვის. ამის შესახებ "ბიოგრაფი ლივინგის" დიზაინის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ასანიძემ „საქმიან დილაში“ პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, INVIA ჯგუფის შვილობილი „ბიოგრაფი ლივინგის“ პროექტები დედაქალაქის ნებისმიერ უბანში თავისი მრავალფუნქციურობითა და კონცეფციით გამოირჩევა, თუმცა ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორია საკმაოდ მოცულობითია, რაც ტერიტორიის მრავალმხრივი განვითარების პერსპექტივებს ქმნის.

„მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური თანამედროვე უბნის განვითარებას ვგეგმავთ. ეს იქნება არა მხოლოდ საცხოვრებელი უბანი, აქ კომერციული და საზოგადოებრივი სივრცეები მოეწყობა, რაც ჩემი აზრით და კომპანიის ხედვით, ყოფილ ინდუსტრიულ ტერიტორიას მთლიანად გარდაქმნის და ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

ჩვენი ხედვა ახალი, თანამედროვე ინოვაციური მიდგომების უბნის შექმნაა, რომელიც ყველა ადამიანის საჭიროებაზე იქნება მორგებული. ხაზს ქალაქისთვის ამ ობიექტის ადგილმდებარეობას და მნიშვნელობას გავუსვამ - დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ურბანული კვანძია. შესაბამისად, ეს იქნება ფლაგმანური პროექტი არა მხოლოდ „ბიოგრაფისთვის“, არამედ თბილისისთვის, რომელიც ტერიტორიის განვითარების ხედვას და სამომავლო პერსპექტივას მთლიანად შეცვლის.

„ბიოგრაფის“ არ ქმნის მხოლოდ საცხოვრებელ კომპლექსებს. ჩვენს პროექტებში , ეს არის მულტიფუნქციური ეკოსისტემას ვქმნით, მაგრამ ეს ტერიტორია განსაკუთრებულ შესაძლებლობას გვაძლევს თავისი მასშტაბიდან გამომდინარე. აქ მოვიაზრებთ, რომ იყოს, როგორც თავისთავად, საცხოვრებელი მიმართულება, ასევე გვინდა მწვანე სივრცეების შექმნა. ამავდროულად, კომპანია აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკოლის, ბაღის და სხვადასხვა კომერციული ფუნქციების მქონე ობიექტების აშენებას გეგმავს, რომელიც ჰარმონიულად იქნება შერწყმული საცხოვრებელ ფუნქციასთან და არ იქნება მონოტონური. ეს იქნება მამოძრავებელი ფუნქცია, რომელიც გახდება ქალაქის მიზიდულობის ცენტრი და მოერგება ყველა ადამიანის საჭიროებას“, - განაცხადა დავით ასანიძემ.

"ბიოგრაფი ლივინგის" დიზაინის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმასაც განმარტავს, რომ დეველოპერული პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია ამ პროექტის კონცეფციის შენარჩუნებისა და სრულყოფისთვის მის მართვაში რჩება და კომპლექსის მცხოვრებლებს მომსახურების სერვისსაც სთავაზობს.

„საწყის ეტაპზე ვზრუნავთ კონცეფციის შექმნაზე და ძალიან დიდ ძალისხმევას ამაში რომ შევქმნათ სწორი და გამართული კონცეფცია. შემდგომ ეტაპზე ეს კონცეფცია რომ შენარჩუნდეს, მისი ასე შუა გზაში მიტოვება არ გამოდის. საცხოვრებელი უბნის ჩაბარების შემდეგ, იმისთვის რომ ჩვენ მიერ შექმნილი კონცეფცია არ დაირღვეს, მნიშვნელოვანია მათზე ზრუნვა-პატრონობა შევინარჩუნოთ. შესაბამისად, ბიოგრაფის სერვისების მიმართულება უკვე უზრუნველყოფს ექსპლუატაციის შემდეგ ამ შენობების და თვითონ საჯარო სივრცეების მოვლა-პატრონობას, რაშიც ჩვენ ასევე ძალიან დიდ ძალისხმევას ჩავდებთ, რომ წლების განმავლობაში ზუსტად შევინარჩუნოთ ის იდეა, რასაც ეხლა ვუყრით საფუძველს“, - აღნიშნა "ბიოგრაფი ლივინგის" დიზაინის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისი ინფორმაციით, „ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების განხორციელებისას საწყისი ეტაპიდანვე საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს და ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის შემთხვევაშიც მენეჯმენტი ამ პრაქტიკით იხელმძღვანელებს.

ყოფილი მაუდის, იგივე მაუდ-კამვოლის ქარხნის ტერიტორია პრივატიზაციის შემდეგ, 1990-იან წლებში, ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა, ხოლო 2026 წლის აგვისტოში კომპანიის ამონაწერში ცვლილებები შევიდა და მასში დირექტორის თანამდებობა "ბიოგრაფი ლივინგის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ დაიკავა. უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია 11 ჰექტარს მოიცავს. ტერიტორიის ნაწილი ამჟამად ჰიპერმარკეტ „გორგიას“ უკავია.

„ბიოგრაფი ლივინგის“ ინფორმაციით, დიდუბის პროექტი კომპანიის განვითარების სტრატეგიის ნაწილია. კომპანია ამჟამად 10 პროექტს ავითარებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონ დოლარს აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდარუსთავი 2
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →ყოფილი →არამედ →

მსგავსი სტატიები

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტს ამზადებს

BM.GE

რუსეთმა თურქეთსა და ბრაზილიაში დიზელის ექსპორტი განაახლა

რუსეთმა თურქეთსა და ბრაზილიაში დიზელის ექსპორტი განაახლა

BM.GE

ელექტროსადგურების გენერაციის შეზღუდვებთან დაკავშირებით ოპტიმალური მოდელი უნდა შემუშავდეს - მაია მელიქიძე

ელექტროსადგურების გენერაციის შეზღუდვებთან დაკავშირებით ოპტიმალური მოდელი უნდა შემუშავდეს - მაია მელიქიძე

BM.GE

"ბოლო სამი თვის განმავლობაში კოლოსალურადაა გაზრდილი უკმაყოფილო დევნილების რაოდენობა" - ნანა გოგოხია

"ბოლო სამი თვის განმავლობაში კოლოსალურადაა გაზრდილი უკმაყოფილო დევნილების რაოდენობა" - ნანა გოგოხია

BM.GE