მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გორში პოლიციის დეტექტივი გარდაცვლილი იპოვეს - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გორში პოლიციის დეტექტივი გარდაცვლილი იპოვეს - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გორში პოლიციის დეტექტივი გარდაცვლილი იპოვეს - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

BM.GE7 ივნისი, 2026, 16:39|bm.ge

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივი გარდაცვლილი იპოვეს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, 7 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ამ დროისთვის საქმეზე შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური მიმდინარე წლის 7 ივნისს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო“,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • სასამართლოში ლილუაშვილის პროცესი იწყება - პროკურატურა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას განაგრძობსტვ პირველი
  • პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვსფორმულა
პროკურატურამ →პოლიციამ →

მსგავსი სტატიები

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE