ორიგინალი
HR.ge-ზე ვაკანსიების 60-70% თბილისზე მოდის - დისტანციური პოზიციების წილი 3%-ია
BM.GE·00:58

HR.ge-ზე ვაკანსიების 60-70% თბილისზე მოდის - დისტანციური პოზიციების წილი 3%-ია

30 ნოემბერი, 2026 · 00:58

დასაქმების პლატფორმა HR.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების 60-70% თბილისზე მოდის, ხოლო საქართველოს მასშტაბით დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობის მქონე პოზიციების წილი საერთო რაოდენობის 3%-ს შეადგენს. ამის შესახებ HR.ge-ს ბიზნეს განყოფილების გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა „ქალების ნარატივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონებში ვაკანსიებზე მოთხოვნა ძირითადად დიდ ქალაქებში - ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და გორში ფიქსირდება. ამასთან, ბოლო პერიოდში გაიზარდა ისეთი განცხადებების რაოდენობა, რომლებშიც სამუშაო ადგილად მთელი საქართველოა მითითებული.

"ვაკანსიების ძირითადი რაოდენობა მაინც 60-70% ძირითადად დედაქალაქზე მოდის, თუმცა დანარჩენ რეგიონებშიც არის მოთხოვნა, განსაკუთრებით უფრო მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი. ბოლო პერიოდში გაზრდილია ვაკანსიების რაოდენობა, სადაც ლოკაციად საქართველოს მასშტაბია მითითებული. ეს ნიშნავს, რომ ძირითად შემთხვევაში ვაკანსია დისტანციურია და რეგიონიდანაც შეუძლია ადამიანს დასაქმდეს და იქიდან იმუშაოს. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო მეტ შანსს აძლევს რეგიონში მცხოვრებლებს, რომ კარგი ანაზღაურებით, კარგ კომპანიაში შეძლონ მუშაობა და აუცილებელი არ არის, თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად", - განაცხადა შახბაზიანმა.

მისივე ინფორმაციით, დისტანციური სამუშაოს მაძიებლების მხრიდან ინტერესი მაღალია, თუმცა სრულად დისტანციური პოზიციების რაოდენობა პანდემიის პერიოდთან შედარებით შემცირებულია. ასეთი ვაკანსიები ძირითადად ბუღალტერიის ცალკეულ მიმართულებებში, IT-სა და ქოლ-ცენტრებში გვხვდება, მათ შორის ისეთ კომპანიებში, რომლებიც საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე მუშაობენ.

„სამუშაოს მაძიებლების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესია. ძალიან ხშირად რეგისტრაციის დროსაც უთითებენ, რომ დისტანციურ სამუშაოს ეძებენ. თუმცა ვაკანსიების რაოდენობის კუთხით, სამწუხაროდ, ბევრი არ არის. პანდემიის პერიოდში საკმაოდ აქტიურად და დიდი რაოდენობით თავსდებოდა დისტანციური სამუშაოს ვაკანსიები, მას შემდეგ კი ეს შეიცვალა. დღეს სრული დისტანციური სამუშაო მხოლოდ სხვადასხვა მიმართულების ვაკანსიებში გვხვდება. სხვა შემთხვევაში ჰიბრიდული უფრო აქტიურია, მაგალითად, HR დეპარტამენტში, როდესაც ხუთი დღიდან ორი დღე დისტანციურად მუშაობ, სამი დღე კი ოფისიდან“, - განმარტა მან.

შახბაზიანის შეფასებით, დისტანციური მუშაობის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაშია მაღალი. მისი თქმით, პანდემიამ სამუშაოს მაძიებლებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა გააცნო და ეს მოთხოვნა დღემდე შენარჩუნებულია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. HR.ge-ზე ვაკანსიების 60-70% თბილისზე მოდის - დისტანციური პოზიციების წილი 3%-ია

თემა: თბილისში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • პუბლიკა·23:47
    თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა
  • იმედი·19:27
    ქორქიას და ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიის შეხვედრა მიმდინარეობს
  • კომერსანტი·19:22
    თბილისის აეროპორტში რუსეთიდან გამოგზავნილ ზეთის ქილებში დამალული 6 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ აღმოაჩინეს
  • აიპრესი·19:16
    თბილისის „დინამოს“ საჩემპიონო ამბიციები „მეშახტემ“ დაასამარა
თბილისში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·01:09

მასკი კოსმოსში 1 მილიონ სატელიტს გაუშვებს! - რა უნდა იცოდეთ ამ პროექტისა და ინდუსტრიის შესახებ?

მასკი კოსმოსში 1 მილიონ სატელიტს გაუშვებს! - რა უნდა იცოდეთ ამ პროექტისა და ინდუსტრიის შესახებ?
BM.GE·00:36

საბაგიროების გაძვირება ადგილობრივ დამსვენებელს უფრო მეტად დააზარალებს - KA Group

საბაგიროების გაძვირება ადგილობრივ დამსვენებელს უფრო მეტად დააზარალებს - KA Group
BM.GE·00:22

საქართველოში სიმინდის იმპორტი გაორმაგდა, ექსპორტი კი 75%-ზე მეტით შემცირდა | 10 თვის სტატისტიკა

საქართველოში სიმინდის იმპორტი გაორმაგდა, ექსპორტი კი 75%-ზე მეტით შემცირდა | 10 თვის სტატისტიკა
BM.GE·23:36

მესტიაში მაინერების ამოღების მიუხედავად, დენის მოხმარება მნიშვნელოვნად არ შემცირებულა – ენერგეტიკოსი მიზეზებზე

მესტიაში მაინერების ამოღების მიუხედავად, დენის მოხმარება მნიშვნელოვნად არ შემცირებულა – ენერგეტიკოსი მიზეზებზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.