მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინდოეთის ელჩთან შეხვედრაზე სებ-მა ინდოეთის ცენტრალურ ბანკთან მემორანდუმის საკითხი განიხილეს
ინდოეთის ელჩთან შეხვედრაზე სებ-მა ინდოეთის ცენტრალურ ბანკთან მემორანდუმის საკითხი განიხილეს

ინდოეთის ელჩთან შეხვედრაზე სებ-მა ინდოეთის ცენტრალურ ბანკთან მემორანდუმის საკითხი განიხილეს

BM.GE18 მაისი, 2026, 17:31|bm.ge

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა საქართველოში ინდოეთის ახლად დანიშნულ ელჩს შრი ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობები და ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობა განიხილეს."სებ-ის პრეზიდენტმა ინდოეთის ელჩს გააცნო ეროვნული ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მათ შორის, მხარეებმა განიხილეს საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის სხვა სფეროებში გააქტიურებას. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობას", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტები ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, სებ-ის საგადახადო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE