მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტის გრძელვადიანი გათვლების გაკეთება არასწორია - ალექსი ნონიაძე
ირანის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტის გრძელვადიანი გათვლების გაკეთება არასწორია - ალექსი ნონიაძე

ირანის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტის გრძელვადიანი გათვლების გაკეთება არასწორია - ალექსი ნონიაძე

BM.GE22 ივლისი, 2026, 11:58|bm.ge

ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტის მკვეთრი ზრდა დროებითი ტენდენციაა.

საქმე ისაა, რომ თუკი 2025 წლის პირველ ნახევარში ირანში საქართველოდან რეექსპორტზე დაახლოებით მხოლოდ 110 ათასი დოლარის ღირებულების 5 ავტომობილი იყო გასული, წელს 6 თვეში ამ ბაზარზე 89.3 მლნ დოლარის ღირებულების 5086 ავტომობილი გაიყიდა.

როგორც BMG-სთან ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტის მკვეთრი ზრდა ადგილობრივი მთავრობის მიერ ომის ფონზე შემოღებულ განბაჟების დროებით რეჟიმს უკავშირდება.

თუმცა ალექსი ნონიაძის განცხადებით, ირანის ბაზარზე გრძელვადიანი გათვლები ვერ გაკეთდება, რადგან ირანის მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათიანი რეჟიმი დროებითია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს ბაზარი ქართული ავტოინდუსტრიისთვის კვლავ მიუწვდომელი გახდეს.

ამასთან, ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუკი მომდევნო პერიოდში ამ ბაზარზე საქართველოდან ავტოექსპორტი კვლავ მკვეთრ ზრდას გააგრძელებს, ამან შესაძლოა კითხვები გაუჩინოს საქართველოსთვის მთავარ ავტოიმპორტიორ ქვეყანას, აშშ-ს.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლებამ დროებით შესაძლებლობების ფანჯარა გაუხსნა ირანელ დილერებს, რომ მანქანები შეიყვანონ. ესეც იმიტომ, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაჩნდა დამატებითი მოთხოვნა, რადგან [ომის შედეგად] მიწოდების ჯაჭვის პრობლემა წარმოიშვა და ამ დეფიციტის ამოსავსებად ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ დროებითი მოვლენაა და ავტომობილების რეექსპორტს ირანში დიდი პერსპექტივა არ გააჩნია. დიდი იმედები ამასთან დაკავშირებით ნამდვილად არ უნდა დავამყაროთ.

ამასთან, თუკი დაინახავს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ საქართველოდან გაიზარდა ირანთან ურთიერთობა, ეს გარკვეულწილად ჩვენთვის საფრთხის შემცველიც არის, რომ შეიძლება არასასიამოვნო, ნეგატიური ყურადღებაც მივიქციოთ ამ თემასთან დაკავშირებით და შესაძლოა, დილერებისთვის ეს დამატებითი პრობლემების შემქმნელიც გახდეს. ვფიქრობ, ეს რამდენიმე თვის მოვლენაა და ასე არ გაგრძელდება და რაღაც აქცენტების გაკეთება, ირანის ბაზართან დაკავშირებით ან რაღაც პერსპექტივების გაკეთება და პროგნოზირება, არ მიმაჩნია სწორად, ეს მოთხოვნა დროებითია და ამოიწურება ოდესღაც, ამიტომ გრძელვადიანი პერსპექტივების დამყარება ამ თემასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არ იქნება მართებული.

ჯერჯერობით ირანთან ვაჭრობის ისეთი მონაცემები არ გვაქვს, რომ ამან რაღაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქციოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, მაგრამ თუ მივა იმ დონემდე, როგორიც მაგალითად, ცენტრალური აზიის გასაღების ბაზარია, შეიძლება ამან არასასურველი ყურადღება მიიქციოს და არაა გამორიცხული, [საქართველოს მიმართ] სანქციებიც დაწესდეს“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ორთაჭალაში გასაბერი ჰესის მშენებლობა იგეგმება - მოსახლეობას პროექტზე შენიშვნების დაფიქსირება შეუძლია

ორთაჭალაში გასაბერი ჰესის მშენებლობა იგეგმება - მოსახლეობას პროექტზე შენიშვნების დაფიქსირება შეუძლია

BM.GE

როგორ იქმნება „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს

როგორ იქმნება „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს

BM.GE

ყალბი Jack Daniel’s-ის დამზადების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახური

ყალბი Jack Daniel’s-ის დამზადების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახური

BM.GE

ივნისში თბილისში გაყიდული 4 484 ბინიდან უცხოეთის მოქალაქეებმა მხოლოდ 10% შეიძინეს - Colliers

ივნისში თბილისში გაყიდული 4 484 ბინიდან უცხოეთის მოქალაქეებმა მხოლოდ 10% შეიძინეს - Colliers

BM.GE