მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იტალიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის ექსმინისტრ ფედოროვს მრჩევლის პოსტი შესთავაზა
იტალიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის ექსმინისტრ ფედოროვს მრჩევლის პოსტი შესთავაზა

იტალიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის ექსმინისტრ ფედოროვს მრჩევლის პოსტი შესთავაზა

BM.GE26 ივლისი, 2026, 20:00|bm.ge

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვს რომში თავის მრჩევლად მუშაობა შესთავაზა. როგორც ირკვევა, იტალიელმა პოლიტიკოსმა უკრაინელ კოლეგას თანამდებობიდან გადაყენების მეორე დღესვე დაურეკა. კროზეტოს განცხადებით, ფედოროვმა ეს შეთავაზება პატივისცემისა და მეგობრობის ჟესტად მიიღო. თუმცა, დათანხმდა თუ არა ის დასახელებულ წინადადებას, ჯერჯერობით უცნობია.

გამოქვეყნებულ განცხადებაში იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უკრაინელი პოლიტიკოსის საქმიანობა დადებითად შეაფასა. კროზეტოს თქმით, ფედოროვმა ბრძოლის ველზე თამაშის წესები სრულად შეცვალა, რამაც უკრაინას პოზიციების შენარჩუნებასა და ინიციატივის ხელში აღებაში შეუწყო ხელი. ამასთან, იტალიელმა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ წინააღმდეგობაზე, რომელსაც ფედოროვი მაღალი რანგის გენერლების მხრიდან აწყდებოდა. კროზეტოს შეფასებით, ცვლილებებისადმი მსგავსი წინააღმდეგობა იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის თავდაცვის სექტორებისთვისაც დამახასიათებელია.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიმდინარე თვის შუა რიცხვებში გადააყენა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფედოროვის სახელს უკრაინულ არმიაში ტექნოლოგიური რეფორმების გატარება უკავშირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 262 სტატია.

  • მედვედევი: რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდებაიმედი
  • თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩართვას გეგმავსფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE