ორიგინალი
კავკასიის უნივერსიტეტი ნუგზარ სხირტლაძის სახელობის სასკოლო ოლიმპიადას იწყებს
BM.GE·14:37

კავკასიის უნივერსიტეტი ნუგზარ სხირტლაძის სახელობის სასკოლო ოლიმპიადას იწყებს

27 ნოემბერი, 2026 · 14:37

კავკასიის უნივერსიტეტი ნუგზარ სხირტლაძის სახელობის 2026 წლის სასკოლო ოლიმპიადას იწყებს. ოლიმპიადა სამ საგანში ჩატარდება: მათემატიკა, ისტორია და ხელოვნური ინტელექტი. მასში მონაწილეობა შეუძლიათ IX–XII კლასის მოსწავლეებს.

ნუგზარ სხირტლაძე კავკასიის უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და სასწავლო დარგში ვიცე-პრეზიდენტი იყო. იგი დამსახურებული პროფესორი, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი და ღირსების ორდენის კავალერი გახლდათ. ოლიმპიადა სწორედ მისი სახელობისაა.

„ბატონ ნუგზარს სიცოცხლეშივე სურდა, რომ უნივერსიტეტს ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობის მსგავსი ინიციატივა განევითარებინა და სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური შეჯიბრის სივრცე შეექმნა. დღეს ეს სურვილი ამ ოლიმპიადის სახით ხორციელდება. მჯერა, რომ ის გახდება ახალგაზრდებისთვის სწავლისა და თვითგანვითარების მნიშვნელოვანი სტიმული და ბატონი ნუგზარის სახელის ღირსეული გაგრძელება“ - აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.

მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ონლაინ პლატფორმაზე, olympiad.cu.edu.ge-ზე უნდა გაიაროთ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 17 დეკემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.

ოლიმპიადის ყველა ტურში მონაწილეობა უფასოა.

პირველი ტური ონლაინ ჩატარდება, განრიგი:

• მათემატიკა - 18 დეკემბერი (კლასების მიხედვით 10:00–16:00) • ხელოვნური ინტელექტი - 19 დეკემბერი, 11:00 • ისტორია - 25 დეკემბერი (კლასების მიხედვით 10:00–16:00)

ფინალური ტური კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, 5-დან 7 თებერვლამდე გაიმართება. ფინალურ ტურში გასული ყველა მონაწილე სერტიფიკატს მიიღებს. I-III ადგილიზე გასულ გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და სპეციალური პრიზები, ხოლო გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებლები უნივერსიტეტისგან მადლობის წერილებს მიიღებენ.

ოლიმპიადის დეტალური პირობები დებულებაშია, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კავკასიის უნივერსიტეტი ნუგზარ სხირტლაძის სახელობის სასკოლო ოლიმპიადას იწყებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·15:10

კადრები, ადგილობრივი პროდუქციის ფასი... - რა აწუხებს გასტრონომიის სექტორს?

კადრები, ადგილობრივი პროდუქციის ფასი... - რა აწუხებს გასტრონომიის სექტორს?
BM.GE·14:56

ბაღებში ბავშვების რაოდენობა მცირდება - რა ვითარებაა სკოლამდელ განათლებაში | საქსტატი

ბაღებში ბავშვების რაოდენობა მცირდება - რა ვითარებაა სკოლამდელ განათლებაში | საქსტატი
BM.GE·14:45

მესტიაში 100-ზე მეტი საბალანსო მრიცხველი დამონტაჟდა | რამდენის დამატებაა გეგმაში

მესტიაში 100-ზე მეტი საბალანსო მრიცხველი დამონტაჟდა | რამდენის დამატებაა გეგმაში
BM.GE·14:23

აგროთანადაფინანსებაზე შესული განაცხადების უმეტესობა არ დაკმაყოფილდა | პროგრამის შედეგები

აგროთანადაფინანსებაზე შესული განაცხადების უმეტესობა არ დაკმაყოფილდა | პროგრამის შედეგები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.