
„კონტაქტმა“ სითი მოლი გლდანში მერვე ფილიალი გახსნა, კომპანია ქსელის გაფართოებას აგრძელებს
ტექნიკისა და ელექტრონიკის საცალო ქსელი „კონტაქტი“ საქართველოს ბაზარზე გაფართოებას აგრძელებს. კომპანიამ 9 ოქტომბერს, სითი მოლი გლდანში, რიგით მერვე ფილიალი გახსნა. მიმდინარე წლის ბოლომდე ქსელის კიდევ ორი ახალი ფილიალით გაფართოებაა დაგეგმილი - ქუთაისსა და ზუგდიდში.
ახალი ფილიალი სავაჭრო ცენტრ სითი მოლი გლდანის პირველ სართულზე მდებარეობს და მომხმარებლებს საერთაშორისო ბრენდების ტექნიკისა და ელექტრონიკის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილია როგორც მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ისე ციფრული პროდუქტები, მათ შორის სმარტფონები, ტელევიზორები, კომპიუტერული და პერსონალური ელექტრონიკა, სამზარეულოსა და კლიმატური ტექნიკა.
„კონტაქტის“ ქსელის ასორტიმენტი 12 000-ზე მეტ დასახელების პროდუქტს აერთიანებს. კომპანია მომხმარებლებს 40-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორისაა Apple, Samsung, Hisense, LG, Toshiba და სხვა წამყვანი მწარმოებლები.
კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა ტექნიკის შეძენის მოქნილი ფინანსური პირობებია. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, პროდუქცია შეიძინონ შიდა უპროცენტო განვადებით, 24 თვემდე ვადით, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით.
როგორც „კონტაქტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი შაკო გოგატიშვილი აღნიშნავს, ახალი ფილიალის გახსნა კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საცალო ქსელის გაფართოებასა და მომხმარებლისთვის ტექნიკის შეძენის პროცესის გამარტივებას ითვალისწინებს.
"სითი მოლი გლდანში ახალი ფილიალის გახსნა ჩვენი ქსელის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი მიზანია, თანამედროვე ტექნიკა და საერთაშორისო ბრენდების ფართო არჩევანი კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ როგორც კომფორტული სავაჭრო გარემოს შექმნას, ისე ტექნიკის შეძენის მოქნილი პირობების შეთავაზებას.
ჩვენთვის პრიორიტეტულია განვითარება არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვაგრძელებთ ქსელის გაფართოებას და 2026 წლის ბოლომდე კიდევ ორი ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ ქუთაისსა და ზუგდიდში. გვჯერა, რომ თითოეული ახალი ფილიალი კიდევ ერთი ნაბიჯია მომხმარებელთან უფრო ახლოს ყოფნისა და საქართველოს ტექნიკის საცალო ბაზარზე ჩვენი პოზიციების გაძლიერებისკენ“, - აცხადებს შაკო გოგატიშვილი.
„კონტაქტი“ საქართველოს ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. სითი მოლი გლდანში ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ კომპანიის საცალო ქსელი რვა სავაჭრო ობიექტს აერთიანებს, რომლებიც თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში მდებარეობს.
ქუთაისსა და ზუგდიდში დაგეგმილი ფილიალების გახსნით, 2026 წლის ბოლოსთვის „კონტაქტის“ ქსელი, გეგმის განხორციელების შემთხვევაში, 10 სავაჭრო ობიექტამდე გაიზრდება. გაფართოების სტრატეგია მიზნად ისახავს კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერებას, საერთაშორისო ბრენდების პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომხმარებლებისთვის ტექნიკის შეძენის კომფორტული გამოცდილების შექმნას.
BM.GE
წყარო: bm.ge