მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრემლმა დონალდ ტრამპის „ენერგეტიკული ზავის“ ინიციატივა მოიწონა
კრემლმა დონალდ ტრამპის „ენერგეტიკული ზავის“ ინიციატივა მოიწონა

კრემლმა დონალდ ტრამპის „ენერგეტიკული ზავის“ ინიციატივა მოიწონა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 02:30|bm.ge

რუსეთის ხელისუფლებამ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადება დადებითად შეაფასა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ამ ინიციატივას „ენერგეტიკული ზავი“ უწოდა და ის საერთო ჯამში ძალიან კარგ იდეად შეაფასა. თუმცა საყურადღებოა, რომ ოფიციალურ მოსკოვს აღნიშნულ შეთავაზებაზე საბოლოო თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.

კრემლი მსგავსი შეთანხმების დადების სანაცვლოდ მკაფიო მოთხოვნებს აყენებს. დმიტრი პესკოვის განმარტებით, რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული თავდასხმების შეწყვეტის პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე რუსული ნედლეულის შეუფერხებელი ექსპორტიც უნდა დაუშვან. პრესსპიკერმა ნავთობტანკერების ჩათვლით უსაფრთხო კომერციული ნაოსნობის გარანტირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი ამ საკითხს ვაშინგტონთან დეტალურად გაივლის.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ მოსკოვი და კიევი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ამ განცხადების მიუხედავად, ადგილზე საბრძოლო მოქმედებები კვლავ გაგრძელდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

BM.GE

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

BM.GE

Labubu-ს პოპულარობის ვარდნის ფონზე, Pop Mart-ის კვარტალურმა გაყიდვებმა 50%-მდე იკლო

Labubu-ს პოპულარობის ვარდნის ფონზე, Pop Mart-ის კვარტალურმა გაყიდვებმა 50%-მდე იკლო

BM.GE

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - მინდია საბანაძე

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - მინდია საბანაძე

BM.GE