მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კვირის მთავარი ავტო სიახლეები
კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE26 ივლისი, 2026, 22:00|bm.ge

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"

Volkswagen-ის საოპერაციო მოგება 10%-ით შემცირდა: მოსალოდნელია 100,000 სამუშაო ადგილის გაუქმება

Volkswagen-ის 2026 წლის მეორე კვარტალის საოპერაციო მოგება 10%-ით, €3.5 მილიარდამდე შემცირდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე დაბალია. ჩინურ ბრენდებთან გამწვავებული კონკურენციისა და მაღალი სატარიფო ხარჯების ფონზე, ავტოკონცერნმა 2026 წლის შემოსავლების პროგნოზი 3%-იან კლებაზე შეცვალა. ფინანსური შედეგების გასაუმჯობესებლად კომპანია 100,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას და გერმანიაში მდებარე ოთხი ქარხნის გასხვისებას განიხილავს. ნეგატიური ანგარიშგების ფონზე კონცერნის აქციების ფასი 3%-ით შემცირდა, ხოლო წლის დასაწყისიდან მისი საბაზრო ღირებულება 30%-ით არის შემცირებული.

Hyundai-ს საოპერაციო მოგება 21%-ით შემცირდა, თუმცა კომპანია რობოტოტექნიკაში ინვესტიციებს ზრდის

Hyundai-ს მეორე კვარტალის საოპერაციო მოგება 21%-ით, 2.9 ტრილიონ ვონამდე შემცირდა. ფინანსური მაჩვენებლების გაუარესება შიდა ბაზარზე გაყიდვების 16%-იანმა კლებამ, აშშ-ში ელექტრომობილების სუბსიდიების გაუქმებამ და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ გამოიწვია. მზარდი კონკურენციის ფონზე, მსოფლიოში სიდიდით მესამე ავტოკონცერნი საქმიანობის დივერსიფიკაციას გეგმავს. Hyundai ზრდის ინვესტიციებს ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტოტექნიკაში. კომპანია Boston Dynamics-ზე სრულ კონტროლს დაამყარებს და 2028 წლიდან აშშ-ის ქარხანაში ჰუმანოიდურ რობოტ Atlas-ს დანერგავს.

Tesla-ს შემოსავალი 26%-ით გაიზარდა, თუმცა წმინდა მოგება და ფულადი ნაკადი შემცირდა

Tesla-ს მეორე კვარტალის შემოსავალი 26%-ით გაიზარდა და $28.24 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზებს აღემატება. თუმცა, წმინდა მოგება 5%-ით, $1.11 მილიარდამდე შემცირდა. გაუარესება ხელოვნურ ინტელექტსა და კვლევებში კაპიტალური დანახარჯების 47%-იანმა ზრდამ ($4.35 მლრდ) გამოიწვია, რამაც თავისუფალი ფულადი ნაკადის $1.1-მილიარდიანი დეფიციტი განაპირობა. შედეგად, Tesla-ს აქციის ფასი პრემარკეტზე 4%-ით შემცირდა.

ჩინური PHEV-ები ევროპის ბაზარს იპყრობენ: ევროკავშირი ახალ ტარიფებს ამზადებს

ევროკავშირის მიერ ელექტრომობილებზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ჩინურმა მწარმოებლებმა აქცენტი დამუხტვად ჰიბრიდებზე (PHEV) გადაიტანეს. შედეგად, ივნისში ჩინურმა ბრენდებმა ევროპაში PHEV-ების გაყიდვების 34%-იანი წილი დაიკავეს. შექმნილი ვითარების საპასუხოდ, ევროკომისია ჩინეთიდან იმპორტირებულ ჰიბრიდებზეც ახალი სატარიფო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. შესაძლო სანქციების თავიდან ასაცილებლად, ისეთი მსხვილი ჩინური კომპანიები, როგორებიცაა BYD და SAIC, ევროპის ტერიტორიაზე (უნგრეთსა და ესპანეთში) საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების მშენებლობას უკვე ახორციელებენ.

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 39.3%-ით გაიზარდა

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $89 მილიონის ღირებულების 6 087 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.3%-ით მეტია. მთავარი მომწოდებელი ბაზრიდან, აშშ-იდან იმპორტი 58.4%-ით გაიზარდა და $63.1 მილიონი (4 891 ერთეული) შეადგინა. უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის ასევე არიან ჩინეთი ($14.07 მლნ) და გერმანია ($5.5 მლნ). შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ელექტრომობილების იმპორტი საგადასახადო შეღავათით სარგებლობს და აქციზისგან გათავისუფლებულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • ირაკლი კირცხალია: დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატიაიმედი
  • ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდანეტგაზეთი
  • 13 წუთიანი უწყვეტი ოვაციები - მარტინ მაკდონაჰის ნამუშევარს კრიტიკოსები ოქროს ლომის მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ, ჯონ მალკოვიჩს კი "ოსკარს" უწინასწარმეტყველებენრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რუსეთმა ქვეყანაზე მასირებული იერიში მიიტანა - მთავარი სამიზნე ოდესის ოლქი იყოტვ პირველი
მთავარი →

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE