მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაკდონალდსმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ასოციაცია „ცისარტყელას“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნა
მაკდონალდსმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ასოციაცია „ცისარტყელას“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნა

მაკდონალდსმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ასოციაცია „ცისარტყელას“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნა

BM.GE1 ივნისი, 2026, 23:49|bm.ge

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, „მაკდონალდს საქართველო“ ასოციაცია „ცისარტყელას“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვების ცენტრს ესტუმრა და მის ბენეფიციარებს განსაკუთრებული დღე აჩუქა.

ვიზიტამდე მაკი ცენტრის საჭიროებებს გაეცნო და მათთვის საჭირო ინვენტარი – სკამები და სხვადასხვა სახის სათამაშოები გადასცეს. ადგილზე კი ბავშვებსა უმასპინძლეს, რათა ეს დღე კიდევ უფრო მხიარული, თბილი და დასამახსოვრებელი გამხდარიყო.

„მაკდონალდსისთვის“ ბავშვები და ოჯახები ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ბრენდის მთავარი მისია სტუმრებისთვის საყვარელი პროდუქტებისა და სასიამოვნო გამოცდილების შექმნასთან ერთად, ადამიანებზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და იმ ბედნიერ მომენტებზე ზრუნვასაც გულისხმობს, რომლებიც ყველაზე ძვირფას მოგონებებად რჩება. სწორედ ამიტომ, ბავშვების მხარდაჭერა და მათთვის სიხარულის გაზიარება კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

კომპანია დაარსებიდან დღემდე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა კეთილდღეობას და 1 ივნისს ტრადიციულად სხვადასხვა სოციალური აქტივობით აღნიშნავს, თუმცა ბავშვებსა და ოჯახებზე ზრუნვა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება. წლის განმავლობაში „მაკდონალდსი“ არაერთ ინიციატივას ახორციელებს, რომელიც ბავშვების მხარდაჭერას, მათი განვითარების ხელშეწყობასა და პოზიტიური გამოცდილებების შექმნას ემსახურება.

ასოციაცია „ცისარტყელა“ წლებია მრავალშვილიანი, მარტოხელა დედებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს. ასოციაცია ბავშვებისთვის უსაფრთხო, მზრუნველ და განვითარების შესაძლებლობებით სავსე გარემოს შექმნას უწყობს ხელს. სწორედ ამ საერთო ღირებულებების გამო გადაწყვიტა „მაკდონალდსმა“ ბავშვთა დაცვის დღე ორგანიზაციის ბენეფიციარებთან ერთად აღენიშნა.

„მაკდონალდს საქართველო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობას ემსახურება. ბავშვების სიხარული ბრენდის განუყოფელი ნაწილია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ბათუმის თეატრის დირექტორი, რომელიც სიწმინდეების დაცვის ინიციატივით გამოდის, იესოზე ანეკდოტის გამო კრიტიკის სამიზნე გახდატვ პირველი
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობაიმედი
  • ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის თუნდაც ერთი აგური დადოს, განსაკუთრებით როცა ეს ეხება ღირებულებების შენარჩუნებას - არჩილ გორდულაძერუსთავი 2
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
დაცვის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE