მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პუტინმა უკრაინა ტრამპის თხოვნის უგულებელყოფაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომები დააანონსა
პუტინმა უკრაინა ტრამპის თხოვნის უგულებელყოფაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომები დააანონსა

პუტინმა უკრაინა ტრამპის თხოვნის უგულებელყოფაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომები დააანონსა

BM.GE25 ნოემბერი, 2026, 03:23|bm.ge

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირდაპირი თხოვნის მიუხედავად რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე იერიშების გაგრძელებაში დაადანაშაულა.

კრემლში მთავრობის წევრებთან და ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ კიევი ვაშინგტონის მოწოდებას არ ითვალისწინებს, რის გამოც მოსკოვის მხრიდან საპასუხო ზომები გარდაუვალი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაზე პუტინმა ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება მოითხოვა და თავდაცვის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დავალებები მისცა.

ინფორმაციისთივს, Reuters-ის შეფასებით, ოქტომბრის ბოლოდან უკრაინული დრონების იერიშებმა რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების ნედლი ნავთობის გადამუშავების ჯამური მოცულობა 45%-ით შეამცირა. განახლებული თავდასხმების ფონზე კი რუსეთის რამდენიმე რეგიონში ბენზინისა და დიზელის საცალო გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა.

თავად პუტინმა აღიარა, რომ შიდა საწვავის ბაზარზე ვითარება კვლავ რთულია, თუმცა მისი თქმით, ოქტომბრის პიკის შემდეგ ბენზინის ფასები დასტაბილურდა.

ცნობისთვის, ოქტომბრის შუა რიცხვებში ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ზავის შემდეგ უკრაინული იერიშები დროებით შემცირდა, თუმცა გასული თვის ბოლოდან კვლავ გააქტიურდა. კიევის პოზიციით, უკრაინა რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს, რაც მოსკოვი ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვსფორმულა
  • მედია: ბოლო კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის წინააღმდეგიარუსთავი 2
  • ევროკომისიამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის წესები დაამტკიცატვ პირველი
  • უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

რუსეთი უცხოური ფილმების ჩვენების შეზღუდვას და მათზე დამატებითი გადასახადის დაწესებას გეგმავს

რუსეთი უცხოური ფილმების ჩვენების შეზღუდვას და მათზე დამატებითი გადასახადის დაწესებას გეგმავს

BM.GE

65%-იანი დატვირთვა და გაზრდილი ფასები - Ka Group გუდაურში არსებულ ტენდენციებზე

65%-იანი დატვირთვა და გაზრდილი ფასები - Ka Group გუდაურში არსებულ ტენდენციებზე

BM.GE

Microsoft-მა კომპანიაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა - რა გახდა მიზეზი და რის ცვლილებას გეგმავს ტექ-გიგანტი?

Microsoft-მა კომპანიაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა - რა გახდა მიზეზი და რის ცვლილებას გეგმავს ტექ-გიგანტი?

BM.GE

უსაფრთხოების სტანდარტები, ლაბორატორიის არარსებობა, იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები - რა გამოწვევებია სათამაშოების სექტორში

უსაფრთხოების სტანდარტები, ლაბორატორიის არარსებობა, იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები - რა გამოწვევებია სათამაშოების სექტორში

BM.GE