მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა" - სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
"მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა" - სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს

"მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა" - სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს

BM.GE24 ივლისი, 2026, 05:39|bm.ge

საქართველოს სახელმწიფოს ელექტროსისტემა საქართველოს მასშტაბით ენერგომომარაგების ავარიულ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებელს ეტაპობრივად აღუდგებათ, თუმცა ზუსტ დროს არ აკონკრეტებენ.

"დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად, უმოკლეს ვადაში სრულად აღდგება. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს.

ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ავრცელებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსფორმულა
  • მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რა კადრებს ავრცელებს პროკურატურა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • საგადასახადო შემოწმებების გეგმის ფორმირება დამოუკიდებელი პროცესია და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ცვლილება მის ფორმირებასა და შესრულებაზე გავლენას არ ახდენს - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებსრუსთავი 2
ავრცელებს →

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE