მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე - დავით სონღულაშვილი
მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე - დავით სონღულაშვილი

მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე - დავით სონღულაშვილი

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 21:43|bm.ge

დავით სონღულაშვილის თქმით, სამინისტროს მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამედიცინო ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმო „სკრაპის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ახალი ეკომეგობრული საწარმო სახიფათო სამედიცინო და ინფექციური ნარჩენების დაწვის გარეშე უსაფრთხო გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს, რაც საქართველოში სამედიცინო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარებასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ნარჩენების მართვა სპეციფიკური და კომპლექსური პროცესია, რომელიც სისტემურ მიდგომას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. სამინისტრო ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის, ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სახიფათო ნარჩენების მართვისთვის საჭირო ობიექტების შექმნის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის ისეთ სისტემაზე, სადაც ნარჩენი განიხილება რესურსად, რომლის შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და უსაფრთხო მართვა მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ნაწილია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ინიციატივები და ინვესტიციები, რასაც სახელმწიფოს მიერ შექმნილი სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო უწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში პირველად ინერგება ECOSTERYL-ის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც სამედიცინო და ინფექციური ნარჩენების უსაფრთხო გაუვნებელყოფისა და შემდგომი მართვისთვის გამოიყენება. პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამედიცინო ნარჩენების მართვის სისტემის მოდერნიზებისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.

ECOSTERYL-ის ტექნოლოგია ნარჩენების დამუშავებას ინსინერაციის გარეშე, მიკროტალღური ტექნოლოგიის გამოყენებით უზრუნველყოფს. სისტემა სრულად ელექტროენერგიაზე მუშაობს და პროცესის შედეგად მიიღება მშრალი, სტერილური და უსაფრთხო მასალა, რაც ამცირებს ტოქსიკური გამონაბოლქვის წარმოქმნის რისკებს და ხელს უწყობს ნარჩენების შემდგომი მართვის უსაფრთხოებას.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალი საწარმოს ამოქმედება ხელს შეუწყობს სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესის მოდერნიზებას, ოპერაციული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას. პროექტი ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის.

საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სისტემის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • გიორგი ზერეკიძე: სააკაშვილმა 14 წლის ბავშვი განტევების ვაცად მაქცია - ქვეყნის პირველი პირი გამოდიოდა და კრიმინალს მეძახდა, პირდაპირ ერეოდა სასამართლო სისტემაშირუსთავი 2
  • როგორ იმუშავა სისტემამ - როგორ მივიდნენ სერბები გამარჯვებემდეტვ პირველი
  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნებაფორმულა
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
სისტემის →

მსგავსი სტატიები

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

BM.GE

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

BM.GE