მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მართვის 3-წლიან სტრატეგიას დაამტკიცებს, განიხილება კომპანიების პრივატიზებაც
მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მართვის 3-წლიან სტრატეგიას დაამტკიცებს, განიხილება კომპანიების პრივატიზებაც

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მართვის 3-წლიან სტრატეგიას დაამტკიცებს, განიხილება კომპანიების პრივატიზებაც

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 22:22|bm.ge

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მართვის 3-წლიან სტრატეგიას დაამტკიცებს, რომელიც მათ შორის კომპანიების ფლობის პოლიტიკის განსაზღვრას და ცალკეული საწარმოების ეტაპობრივი პრივატიზების საკითხს მოიცავს. ამის შესახებ BMG-ს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში ფინანსური ზედამხედველობა უკვე გაძლიერებულია, რასაც მისი თქმით, კომპანიების ზარალიანობის შემცირება, მოგებიანობის ზრდა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება უკავშირდება.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მთავრობა 2027 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს. გეგმის ერთ-ერთი მიმართულება სახელმწიფო საწარმოების ფლობის პოლიტიკის ჩამოყალიბება იქნება, რომელიც განსაზღვრავს, რომელი კომპანიების შენარჩუნება უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში და რომელი საწარმოების ეტაპობრივი პრივატიზება შეიძლება დაიგეგმოს.

გიორგი კაკაურიძე: რეფორმის შედეგებს რაც შეეხება, გვაქვს ფინანსური ზედამხედველობის ნაწილი საკმაოდ გაზრდილია, რაც თავისთავად უკავშირდება კომპანიების ნაკლებ ზარალიანობას და უფრო მეტ მოგებიანობას, მათ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების ზრდას. 2027 წელს რაც შეეხება, უკვე ალბათ მომდევნო კვირაში, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში, მთავრობის მიერ იქნება დამტკიცებული 2027 წლის სამოქმედო გეგმა. ამ სამოქმედო გეგმის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი ასევე იქნება ფინანსური ზედამხედველობის გაძლიერება, ფლობის პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც დღეს საქართველოში არ არის - ანუ სახელმწიფო საწარმო რომელი უნდა იყოს სახელმწიფოში და რომელზე უნდა დაიგეგმოს მისი ეტაპობრივი პრივატიზება, ეს იქნება ფლობის პოლიტიკის ნაწილიდან, და ნუ, რა თქმა უნდა, მიმდინარე საკითხები, რომლებიც მათ კორპორატიზაციას და მათ კორპორაციულ მართვის საკითხებს შეეხება. ეს იქნება სამოქმედო გეგმის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს გრძელვადიანი, 3-წლიანი სტრატეგიის დამტკიცებასაც მომავალში.

BMG: რომელ კომპანიებში დაიწყება ეს პროცესი თუ შეგიძლიათ გვითხრათ?

გიორგი კაკაურიძე: ეს უკვე სტრატეგიის ნაწილია, წინასწარ ცოტა რთულია, თუმცა საუბარია, საბოლოო ჯამში, ეტაპობრივად ყველა მსხვილ კომპანიაზე, რომელსაც მინიმუმ 10-მილიონიანი ან მეტი ბრუნვა ექნებათ. იმ კომპანიებში, სადაც არის მაღალი ეკონომიკური ინტერესი, რეფორმა ასეთ კომპანიებში დაიწყება.

სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • ALDE საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირებას​ ითხოვს - "ქართული ოცნება" ალიანსს უსაფუძვლო კრიტიკასა და ზეწოლაში ადანაშაულებსრუსთავი 2
  • საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდაიმედი
  • ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის მუშაობის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?ფორმულა
  • "ვითხოვთ ხელისუფლების ჩართულობას" - „სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართესტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება - თამარ იოსელიანი

ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება - თამარ იოსელიანი

BM.GE

"გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე - თამარ იოსელიანი

"გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე - თამარ იოსელიანი

BM.GE

"2027 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია" - კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

"2027 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია" - კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

BM.GE

რომელი კომპანიები იყვნენ ელექტროენერგიის იმპორტის შუამავლები?

რომელი კომპანიები იყვნენ ელექტროენერგიის იმპორტის შუამავლები?

BM.GE