მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მცირე ნავთობიმპორტიორებს ქვეყანაში საწვავი ვეღარ შემოაქვთ… ტერმინალები მომსახურებაზე უარს გვეუბნებიან - “სენტა პეტროლიუმი”
მცირე ნავთობიმპორტიორებს ქვეყანაში საწვავი ვეღარ შემოაქვთ… ტერმინალები მომსახურებაზე უარს გვეუბნებიან - “სენტა პეტროლიუმი”

მცირე ნავთობიმპორტიორებს ქვეყანაში საწვავი ვეღარ შემოაქვთ… ტერმინალები მომსახურებაზე უარს გვეუბნებიან - “სენტა პეტროლიუმი”

BM.GE25 ივლისი, 2026, 03:40|bm.ge

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი 5-დან 15 თეთრამდე გაძვირდა.

“სენტა პეტროლიუმის” გენერალური დირექტორ ზაალ იაკობიძის ინფორმაციით, „პლატსის“ (Platts) მონაცემებით, საერთაშორისო ფასები პიკურ მაჩვენებელს დაუბრუნდა: ერთი ტონა ბენზინის ფასი 1140 დოლარს, ხოლო დიზელის - 1340 დოლარს შეადგენს, რა ეფექტიც გადმოეცემა საქართველოს.

საწვავის ფასებზე გარდა საერთაშორისო ბაზრიდან მომდინარე ზეწოლისა, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის გართულებულია ლოგისტიკა. ზაალ იაკობიძის განცხადებით, თუ ადრე კომპანიებს საწვავი რუსეთიდან ვაგონ-ცისტერნებით შემოჰქონდათ, დღეს ეს არხი პრაქტიკულად ჩაკეტილია. ერთადერთ გზად საზღვაო ტრანსპორტირება რჩება, თუმცა აქ ბიზნესი ახალი ბარიერის წინაშე აღმოჩნდა.

მისი თქმით, ბათუმის, ფოთისა და ყულევის ტერმინალები საშუალო და მცირე კომპანიებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან და ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ.

“დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ საქართველოს პორტების ტერმინალებში საშუალო და შედარებით მცირე ზომის კომპანიებს მომსახურების მიღების შესაძლებლობა აღარ აქვთ. ბოლო პერიოდში ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ტერმინალები აღარ აფორმებენ ხელშეკრულებებს მომსახურების შესახებ. შესაბამისად, ეს მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანიის შესაძლებლობას წარმოადგენს და მათ ხელეწიფებათ პორტებში, ამ ტერმინალებში მიიღონ საქონელი.

თუ ქართულ ბაზარზე საწვავის შემომტანი სულ რამდენიმე კომპანია დარჩა შეიქმნება მონოპოლიური სიტუაცია და ეს საშუალო და მცირე ზომის კომპანიები ვერ მოახდენენ საქონლის შემოტანას და იძულებულები იქნებიან, რომ საწვავი იყიდონ ადგილობრივ ბაზარზე გაცილებით ძვირად, რადგან კომპანიები, რომლებიც მონოპოლიურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ბუნებრივია, გაყიდიან მაქსიმალურად მაღალ ფასში საბითუმო ბაზარზე და შესაბამისად არაბრენდირებული კომპანიების სეგმენტს ძალიან გაუჭირდება მუშაობა და დიდი ალბათობით, რაღაც პერიოდში საერთოდ შეწყვეტენ მუშაობას.

დღეს ამ კომპანიებს უკვე ვეღარ შემოაქვთ საქონელი და იძულებულები არიან, ვისაც აქვს რაიმე გარკვეული სახის მარაგი, ის მარაგი ჩაამთავრონ ავტოგასამართ სადგურებზე, ან ადგილობრივ ბაზარზე ამ მსხვილი კომპანიებისაგან შეიძინონ საბითუმო ფასებით საწვავი. აი ასეთი მდგომარეობაა.

ტერმინალების მხრიდან თანამშრომლობაზე უარის მიზეზი ბევრი შეიძლება ითქვას. ეს მათი ტერმინალებია და უნდათ მოგემსახურებიან, უნდათ - არა. აქ ბერკეტი იმისა, რომ „გამიფორმე ხელშეკრულება“ თხოვნით თუ მოთხოვნით, ვერაფერს ვერ იზამ. მეორე მხარე, ტერმინალი გეუბნება, რომ არა აქვთ შესაძლებლობა, ან რა ვიცი, სურვილი არა აქვთ, რომ მოგემსახურონ.

ეს ტენდენცია დაიწყო სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც შეუძლებელი გახდა ვაგონებით საწვავის მიღება. ვაგონით მოწოდების დროს ეს შეზღუდვა ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ნებისმიერ კომპანიას შეეძლო ეყიდა რუსეთში, იმ ქვეყნებში, საიდანაც შესაძლებელია რკინიგზის ცისტერნებით საწვავის მიღება. დღეს კი, რადგან ეს შესაძლებლობა ისპობა, ანუ იძულებული ხარ შემოიტანო ტანკერებით საწვავი, სრულად დამოკიდებული ხარ ტერმინალებზე. მათ თუ არ მოგცეს ხელშეკრულება მომსახურებაზე და ვერ შეძელი, რომ მიიყვანო გემი შესაბამის პორტში და ტერმინალში, ბუნებრივია, საწვავს ვერ მიიღებ”,-აცხადებს ზაალ იაკობიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • რუსეთში საწვავის ქურდობის საქმეზე პოლიციის კიდევ ორი მაღალჩინოსანი დააკავესტვ პირველი
  • AP: აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა რეკორდულ ნიშნულს, 5,85 დოლარს მიაღწიაიმედი
  • ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაფორმულა
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

როგორი ვითარებაა სასურსათო საქონლის ბირჟაზე?

როგორი ვითარებაა სასურსათო საქონლის ბირჟაზე?

BM.GE

FIFA ადასტურებს: ჯანი ინფანტინო 2027 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს

FIFA ადასტურებს: ჯანი ინფანტინო 2027 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს

BM.GE

ლოგისტიკაში $7 მლრდ-ის ინვესტიციაზე განცხადებები „ამორფულია“ - პაატა ცაგარეიშვილი

ლოგისტიკაში $7 მლრდ-ის ინვესტიციაზე განცხადებები „ამორფულია“ - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE

როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი

როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი

BM.GE