მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ნოვა“ ფოთში მეტალის საწარმოს აშენებას გეგმავს - კომპანია წლიურად $200-250 მილიონის ექსპორტს ვარაუდობს
„ნოვა“ ფოთში მეტალის საწარმოს აშენებას გეგმავს - კომპანია წლიურად $200-250 მილიონის ექსპორტს ვარაუდობს

„ნოვა“ ფოთში მეტალის საწარმოს აშენებას გეგმავს - კომპანია წლიურად $200-250 მილიონის ექსპორტს ვარაუდობს

BM.GE15 ნოემბერი, 2026, 23:15|bm.ge

სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და რეალიზატორი „ნოვა“ ფოთში მეტალის საწარმოს აშენებას გეგმავს, რომლის წლიური წარმადობა დაახლოებით 500 ათასი ტონა იქნება.

როგორც „ნოვას“ დამფუძნებელმა ზვიად აბულაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ განაცხადა, კომპანიის გათვლით, წარმოებული პროდუქციის 80% ექსპორტზე გავა, ექსპორტის წლიური ღირებულება კი 200-250 მლნ დოლარს მიაღწევს.

პროექტისთვის „ნოვას“ ფოთში 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი, თუმცა, როგორც ზვიად აბულაძე ამბობს, საწარმოს ასაშენებლად ამ ტერიტორიის ნახევარიც საკმარისი იქნება. მისი განმარტებით, კომპანიას პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გავლილი აქვს და ბაზარიც შესწავლილი, თუმცა გეგმების განხორციელებას ამ ეტაპზე რეგიონში არსებული ვითარება აფერხებს.

„ფოთში 30 ჰექტარი მიწა გვაქვს ნაყიდი და ნახევარიც საკმარისია იმისთვის, რომ ეს წარმოება გავაკეთოთ. ეს იქნება უფრო გრანდიოზული პროექტი. პროდუქციის 80% გასატანი იქნება ქვეყნის გარეთ და საუბარია მინიმუმ 200-250 მილიონი დოლარის ექსპორტზე წელიწადში. ეს იქნება მეტალის წარმოება. ამ მიმართულებით ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული, მოკვლეული და შესწავლილი, თუმცა დღეს რთული რეგიონული პროცესები ხელს გვიშლის“, - განაცხადა ზვიად აბულაძემ.

კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი მოცულობის წარმოება საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტული პოზიციის დაკავების შესაძლებლობას შექმნის. მისი ინფორმაციით, პროდუქტზე მსოფლიო ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა და „ნოვას“ მიზანი რეგიონულ და ევროპულ ბაზრებზე საკუთარი წილის მოპოვებაა.

„ვაპირებთ, დაახლოებით ნახევარ მილიონ ტონამდე ვაწარმოოთ. ეს არის პროდუქცია, რომელიც მსოფლიოში წელიწადში, ალბათ, 100 მილიონ ტონაზე მეტი იყიდება, შესაძლოა 200 მილიონიც. ჩვენ შევძლებთ, ჩვენი პატარა ნიშა და ადგილი დავიკავოთ რეგიონულ მასშტაბში, მათ შორის ევროპაში“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

პროექტის პერსპექტივას აბულაძე ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასაც უკავშირებს. მისი თქმით, საზღვაო გადაზიდვის არსებული ხარჯები ქართულ მწარმოებლებს უცხოელ კონკურენტებთან შედარებით არახელსაყრელ პირობებში აყენებს, რაც ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას ართულებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფსფორმულა
  • გაშიფრულია დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების სქემა - მითვისებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტიტვ პირველი
  • მილიონზე ნაკლები ადამიანის ხმების უფლების შეზღუდვა ხდება ოფიციალურად - ირაკლი ფავლენიშვილი პარტიების აკრძალვაზერუსთავი 2
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
მილიონის →

მსგავსი სტატიები

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

BM.GE

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

BM.GE

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

BM.GE