მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა

პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 16:06|bm.ge

პატარკაციშვილების ოჯახმა, თბილისში არსებული ერთ-ერთი მსხვილი უძრავი ქონება - დიდუბეში მდებარე ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტირია გაყიდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი დღეს, “Biograpi Living”-ის განცხადებიდან გახდა ცნობილი. კომპანია ადგილზე ახალი საცხოვრებელი უბნის და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმას, რაზეც 500 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება. უძრავი ქონების რეესტრის თანახმად, ტერიტორია 11 ჰექტარს მოიცავს.

"პროექტის არქიტექტურულ და დიზაინკონცეფციაზე ცნობილი საერთაშორისო არქიტექტურული დიზაინის სტუდია იმუშავებს, რომლის ჩართულობის შესახებ “Biograpi Living” დამატებით დეტალებს პროექტის განვითარების შემდეგ ეტაპზე გაასაჯაროებს. კომპანიის მიზანია, ისტორიული და თანამედროვე ურბანული კონტექსტის გათვალისწინებით, ტერიტორიაზე შეიქმნას ახალი მრავალფუნქციური გარემო, რომელიც საცხოვრებელ და კომერციულ ფუნქციებთან ერთად ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებასაც მოერგება,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ყოფილი მაუდის (მაუდ-კამვოლის) ქარხანა პრივატიზაციის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილმა გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიძინა. უძრავი ქონების მფლობელია შპს "მაუდი", რომელსაც 2026 წლის აგვისტომდე პატარკაციშვილების ოჯახის წევრები მართავდნენ, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ბადრი პატარკაციშვილის და ნანა პატარკაციშვილი შედიოდა. 2026 წლის 20 აგვისტოდან კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება შეწყდა და დირექტორის თანამდებობა დაიკავა ვასილ ფხაკაძემ, რომელიც ამავდროულად “Biograpi Living”-ის არაერთი კომპანიის დირექტორის თანამდებობას იკავებს. თუმცა, ჯერჯერობით უცვლელია შპს "მაუდის" მფლობელი კომპანია, რომელიც ამ დრომდე გიბრალტარში რეგისტრირებული "ლანნერ ჰოლდინგს ლიმითედია".

მაუდის ქარხნის ტერიტორიის ნაწილზე ამჟამად ჰიპერმარკეტი "გორგია" არის განთავსებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოჯახის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • "დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზერუსთავი 2
  • ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურასთან დღესაც შეიკრიბატვ პირველი
  • დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძენეტგაზეთი
  • პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებსიმედი
ოჯახის →

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE