
პრემიუმ ბიზნეს ეკოსისტემა დედაქალაქის ცენტრში: რა შესაძლებლობებს ქმნის „ახალი ატრიუმი”?
თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე ფუნქციურ, ენერგოეფექტურ და სწორად დაგეგმარებულ საოფისე სივრცეებზე მოთხოვნა იზრდება. თანამედროვე ბიზნესისთვის გადამწყვეტი გახდა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა, მოწესრიგებული საპარკინგე ინფრასტრუქტურა და გარემო, რომელიც გუნდის პროდუქტიულობასა და კომპანიის რეპუტაციაზე პირდაპირ აისახება.
სწორედ ამ მოთხოვნების საპასუხოდ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური ბიზნესცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონ ევროს აჭარბებს, „თიბისისთან“ პარტნიორობით ხორციელდება და სრულად დატვირთული ბიზნესცენტრ „ატრიუმის“ კონცეფციის მასშტაბურ გაგრძელებას წარმოადგენს, თითქმის გაორმაგებული - 12,400 მ² სივრცით.
როგორ პასუხობს პროექტი თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებს და რას სთავაზობს ის კომპანიებსა და ინვესტორებს? - პროექტის კონცეფციასა და უპირატესობებზე „ახალი ატრიუმის“ დირექტორი, თამაზ ლუხუმაიძე გვესაუბრება.
ბატონო თამაზ, პირველმა „ატრიუმმა“ უმოკლეს დროში 100%-იანი დატვირთულობა აჩვენა. რამ განაპირობა ასეთი მაღალი მოთხოვნა და რა გამოცდილება დაედო საფუძვლად „ახალი ატრიუმის“ შექმნას? პირველი პროექტის წარმატება განაპირობა სამი მთავარი ფაქტორის ზუსტმა სინთეზმა: სტრატეგიულმა მდებარეობამ, პარკინგის კომფორტმა და მოქნილმა საოფისე გეგმარებამ. ბაზარზე ხარისხიან და ფუნქციურ სამუშაო სივრცეებზე არსებულმა დეფიციტმა გამოიწვია ის, რომ პირველი ფაზა მომენტალურად შეივსო. სწორედ ამ წარმატებულმა გამოცდილებამ, მომხმარებელთა მაღალმა ნდობამ და მზარდმა მოთხოვნამ დაგვანახა გაფართოების აუცილებლობა. „ახალი ატრიუმი“ არის პირველი პროექტის ლოგიკური, თუმცა ბევრად უფრო მასშტაბური და დახვეწილი გაგრძელება, სადაც ყველა წარმატებული პრაქტიკა კიდევ უფრო მაღალ სტანდარტში ავიყვანეთ. რა არის „ახალი ატრიუმის“ მთავარი ფილოსოფია და რა განასხვავებს მას თბილისში არსებული სხვა ბიზნესცენტრებისგან? „ახალი ატრიუმის“ მთავარი კონცეფციაა პრემიუმ კლასის ბიზნეს ეკოსისტემის შექმნა, სადაც მუშაობა, დასვენება და საქმიანი შეხვედრები ერთიან, ულტრათანამედროვე სივრცეშია ინტეგრირებული. სხვა ბიზნესცენტრებისგან ატრიუმის ტიპის არქიტექტურა გამოგვარჩევს, რომელიც შენობას მაქსიმალური ბუნებრივი განათებითა და სივრცის შეგრძნებით უზრუნველყოფს. ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ კვადრატულ მეტრებს; ჩვენ ბიზნესს ვთავაზობთ მრავალფუნქციურ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია მათ იმიჯსა და თანამშრომელთა ყოველდღიურ პროდუქტიულობაზე. თბილისში გადაადგილების სისწრაფე და დროის ეკონომია ხშირად გადამწყვეტია. რა ლოგისტიკურ უპირატესობას სთავაზობს “ახალი ატრიუმის” მდებარეობა აქ მოქმედ კომპანიებს? მდებარეობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტული უპირატესობაა. ბიზნესცენტრი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან და გიორგი სააკაძის მოედანთან ახლოს. ეს ლოკაცია უზრუნველყოფს მუდმივ და სწრაფ კავშირს ქალაქის ნებისმიერ წერტილთან როგორც საკუთარი ავტომობილით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სანაპირო ზოლი კომპანიებს საშუალებას აძლევს, თავი აარიდონ ქალაქის ცენტრალურ საცობებს და დაზოგონ ძვირფასი დრო. დედაქალაქში ბიზნესისა და მისი სტუმრებისთვის ნომერ პირველი გამოწვევა პარკირებაა. როგორ პასუხობს „ახალი ატრიუმი“ ამ პრობლემას? ჩვენ კარგად ვიცით, რომ პარკირება თანამედროვე ბიზნესისთვის კრიტიკული საკითხია. ამ პრობლემის გადასაჭრელად, „ახალ ატრიუმში“ ორდონიანი მიწისქვეშა საპარკინგე სივრცე მოეწყობა, რომელიც 130-მდე ავტომობილზეა გათვლილი. ეს მასშტაბი სრულად პასუხობს როგორც ბიზნესცენტრში დასაქმებული ადამიანების, ისე მათი პარტნიორებისა და სტუმრების მოთხოვნებს, რაც ყოველდღიურ საქმიანობას სტრესისგან ათავისუფლებს. როდესაც საქმე პრემიუმ სივრცეს ეხება, მთავარი საზომი, ხშირად, შესრულების ხარისხია. რა მასალები და საინჟინრო გადაწყვეტები გამოარჩევს „ახალ ატრიუმს“? პროექტის მშენებლობისას გამოყენებულია მხოლოდ მსოფლიო დონის, პრემიუმ ხარისხის მასალები და საინჟინრო გადაწყვეტები. შენობა ნაშენებია ურიგელო მონოლითური სისტემით, ხოლო ექსტერიერისთვის გამოყენებულია ესპანური Neolith-ის ვენტილირებადი ფასადები და ენერგოეფექტური ალუმინის ვიტრაჟები. საინჟინრო კუთხით, შენობა აღჭურვილია უახლესი ცენტრალური კლიმატ-კონტროლის, უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემებით, რაც უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობას, ენერგოეფექტურობასა და უმაღლეს უსაფრთხოებას. თანამედროვე ოფისი მხოლოდ სამუშაო მაგიდა აღარ არის. რა დამატებითი ინფრასტრუქტურა დახვდებათ აქ დასაქმებულ ადამიანებს შენობიდან გაუსვლელად? შენობის შიდა ეკოსისტემა ისეა მოწყობილი, რომ თანამშრომლებმა მაქსიმალური კომფორტი მიიღონ. ბიზნესცენტრში ფუნქციონირებს მრავალფეროვანი კვების ობიექტები (კაფე/რესტორანი), თანამედროვე საკონფერენციო დარბაზი საქმიანი შეხვედრებისთვის და საერთო მოსასვენებელი სივრცეები. შენობის პირველ სართულზე დაგეგმილია ფიტნეს დარბაზის გახსნა. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია სრული სერვის-პაკეტი: 24-საათიანი დაცვა, ვიდეოკონტროლი, ლიფტების მომსახურება და საერთო სივრცეების დასუფთავება. რა კონდიციაში ბარდება ფართები და აქვთ თუ არა კომპანიებს შესაძლებლობა, ოფისის მოწყობა სრულად თქვენს გუნდს ანდონ? ფართების არჩევანი 50 კვადრატული მეტრიდან იწყება და ისინი მწვანე კარკასის კონდიციით ბარდება, რაც საგრძნობლად უმსუბუქებს მყიდველს სარემონტო ხარჯებსა და დროს. ამასთან, იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც თავად არ სურთ რემონტზე დროისა და ენერგიის ხარჯვა, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით ვთავაზობთ ე.წ. „Turnkey“ სერვისს. ჩვენს დიზაინერულ და სამშენებლო გუნდს შეუძლია, სრულად ითავოს ოფისის დაპროექტება, მენეჯმენტი და რემონტი დამკვეთის ინდივიდუალური მოთხოვნებისა და ბრენდბუქის შესაბამისად. როდის შეძლებენ მფლობელები საკუთარი სივრცეების ათვისებას და როგორია მშენებლობის ვადები? მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზეა. მფლობელებს საშუალება ექნებათ, სარემონტო სამუშაოები დაიწყონ შენობის ძირითადი კონსტრუქციული და ფასადური სამუშაოების დასრულებისთანავე, მიმდინარე წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან. ვინაიდან ფართები ოპტიმალურ, მწვანე კარკასის კონდიციაში ბარდება, ეს კომპანიებს საშუალებას მისცემს, უმოკლეს ვადებში მოაწყონ ინტერიერი და შეუფერხებლად დაიწყონ ოპერირება. უძრავი ქონება დღეს ბევრს კაპიტალის დასაბანდებლადაც აინტერესებს. რამდენად მიმზიდველია „ახალი ატრიუმი“ საინვესტიციო თვალსაზრისით? „ახალი ატრიუმი“ საუკეთესო საინვესტიციო აქტივია. მოთხოვნას განაპირობებს სტაბილურად მაღალი საიჯარო ამონაგები (ROI), რასაც გარანტირებულად უზრუნველყოფს ბიზნესცენტრის პრემიუმ სტატუსი, ლოკაცია და პარკინგი. კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა თბილისის ცენტრში მუდმივად იზრდება, ხოლო პირველი „ატრიუმის“ 100%-იანმა დატვირთულობამ უკვე დაამტკიცა, რომ ეს მოდელი ინვესტორებისთვის მინიმალურ რისკთან და მაღალ ლიკვიდურობასთან ასოცირდება. ფართებზე მოთხოვნა დიდია, არჩევანი კი ყოველდღიურად მცირდება. რა არის უმოკლესი გზა თქვენს გუნდთან დასაკავშირებლად და ინდივიდუალური შეთავაზების მისაღებად? ჩემი მთავარი რეკომენდაცია გადაწყვეტილების დროულად მიღებაა, რადგან თავისუფალი სივრცეების რაოდენობა მართლაც სწრაფად იწურება. უმოკლესი გზა ჩვენს გაყიდვების გუნდთან დასაკავშირებლად არის პირდაპირი ზარი ნომერზე: +995 511 550 555. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს New Atrium ან ოფიციალურ ვებგვერდს - newatrium.com. ჩვენი მენეჯერები მზად არიან, დაინტერესებულ პირებს ადგილზე უმასპინძლონ და უმოკლეს დროში მოამზადონ მათ ბიზნესზე ზუსტად მორგებული შეთავაზება.
„ახალ ატრიუმში“, გაყიდვების მიმდინარე ეტაპზე, კვადრატული მეტრის ღირებულება $2100−დან $2300-მდე (+დღგ) მერყეობს და სართულის, ხედისა და ფართობის გათვალისწინებით იცვლება. მყიდველებისთვის მოქნილი შიდა განვადების პირობები მოქმედებს, ხოლო ისინი, ვინც სრულ ერთიან გადახდას აირჩევენ - ინდივიდუალური ფასდაკლებით ისარგებლებენ.
„ახალი ატრიუმი“ არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი - ეს არის სტრატეგიული სივრცე, სადაც პრესტიჟული იმიჯი, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა და თანამედროვე ბიზნეს-ეკოსისტემა ერთიანდება. მწვანე კარკასის კონდიცია, მოქნილი Turnkey სერვისი და პარკირების უნიკალური რესურსი პროექტს დედაქალაქის კომერციულ რუკაზე უნიკალურ პოზიციას ანიჭებს.
BM.GE
წყარო: bm.ge