
რუსეთი უცხოური ფილმების ჩვენების შეზღუდვას და მათზე დამატებითი გადასახადის დაწესებას გეგმავს
რუსეთის კინოთეატრებს უცხოური ფილმების ჩვენება შესაძლოა წლის განმავლობაში გარკვეული პერიოდით შეეზღუდოთ. ამასთან, უცხოური ფილმების გაქირავება დამატებით გადასახადებსაც დაექვემდებაროს. შესაბამისი კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმაში მომზადდა.
როგორც ТАСС წერს, ინიციატივა უცხოური ფილმების ჩვენებაზე კვოტების დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, კვოტირების პერიოდების საერთო ხანგრძლივობა კვარტალში დღეების ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს, რაც წელიწადში დაახლოებით 45 დღეს შეადგენს.
კვოტირების პერიოდები კალენდარული წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 90 დღისა, რუსული კინოორგანიზაციების მონაწილეობით განისაზღვრება. ამასთან, კვოტირების პერიოდში უცხოური ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებით ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები ძალადაკარგულად ჩაითვლება.
ცვლილებების ამოქმედება 2027 წლის 1 მარტიდან იგეგმება.
BM.GE
წყარო: bm.ge