
„ქალაქის ახალი ცენტრი“ - რა გამოარჩევს Grand Avenue by Archi-ს პროექტს? | ინტერვიუ ილია წულაიასთან
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დეველოპერული კომპანია „არქი“ ახალ მულტიფუნქციურ კომპლექსს „გრანდ ავენიუს“ აშენებს. პროექტი „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით შენდება, სადაც ტერიტორიაზე არსებული ძველი ვაგონშემეკეთებელი ქარხნის ტერიტორია ახალ დანიშნულების ადგილად გადაიქცევა. კომპანიის მასშტაბური პროექტის უპირატესობებსა და დეტალებზე, “არქის” დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპლექსის „ქალაქის ახალ ცენტრად“ ქცევის ამბიცია, კომპანიას პროექტის განხორციელებისას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
საცხოვრებელი და რეკრეაციული ზონები, პადელ-ცენტრი; მუზეუმი; 2500 კვ.მ სპორტ დარბაზი; გასტრონომიული ჰაბი; სპორტული მოედნები; ველობილიკები; საბავშვო სივრცეები; სკოლა; საბავშვო ბაღი; ბავშვთა გასართობი ცენტრი; ბოულინგ კლუბი; რამდენიმე დონიანი პარკინგი, წერეთლის გამზირთან დამაკავშირებელი გვირაბი და ხელმისაწვდომი ლოკაცია - როგორც ილია წულაია აღნიშნავს, ეს ყველაფერი „გრანდ ავენიუს“ უძრავი ქონების შესყიდვის მსურველებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
- როგორ დაიწყეთ ფიქრი, რომ ამ კონკრეტულ ადგილას შეიძლებოდა ყოფილიყო ქალაქის ახალი ცენტრი?
- ეს მიწის ნაკვეთი, ყოფილი ვაგონ შეუკეთებელი ქარხანა, რომ გამოვიდა ბაზარზე გასაყიდად ინფორმაცია ჩემამდეც მოვიდა - ასეთი გამწვანება, ძველი შენობა, ფანტასტიკური ხედები და თვითონ ბუნება - სულ სხვანაირი შთაბეჭდილება დამრჩა და შესაბამისად სხვანაირად ავინთე ამ მიწა ეს ნაკვეთთან მიმართებით, რომ შეგვექმნა რაღაც ისეთივე განსაკუთრებული როგორიც ეს მიწის ნაკვეთია; შეგვექმნა ქალაქის ახალი ცენტრი. დავინახეთ რომ ტერიტორიას ამის პოტენციალი აქვს, რადგან საკმაოდ დიდი 20 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა და შეგვიძლია, ნულიდან შექმნა მთელი ინფრასტრუქტურა, რომ იყოს საცხოვრებლად და გართობისთვის ყველაზე მაგარი მიზიდულობის ადგილი საქართველოში, თბილისში.
- ეს იყო ამ პროექტის შექმნის მოტივაცია?
- დიახ, დეველოპერის მოტივაციაა შექმნას რაღაც ისეთი, რაც დარჩება თაობებს, ქალაქს და რაც მიზიდულობის წერტილად იქცევა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისე ტურისტებისთვის - სწორედ ამ ადგილში დავინახეთ ეს პოტენციალი. აქ იწყება „გრანდ ავენიუს“ იდეა.
- როგორ დაიწყო „ქალაქის ახალი ცენტრის“ შექმნის იდეა?
- ერთია იდეა, მეორეა დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს სწორად გააკეთო. შევკარით არქიტექტორების და დიზაინერების საერთაშორისო გუნდი - პროექტის გენგეგმის მომზადებაში ჩართული იყო Chapman Taylor-ი, მსოფლიოში ცნობილი სინგაპურელი არქიტექტორი ვეი იაპ ოი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არქიტექტორი მსოფლიოში. გამწვანების და ლანდშაფტის მიმართულებით ჩავრთეთ ავსტრალიელი დიზაინერი, რომელიც ძალიან ცნობილია მსოფლიოში და არაერთი პარკის პროექტი აქვს გაკეთებული ბობ ერლი.
აქ უნდა გაკეთდეს საოცარი რაღაცა, ბევრს ექნება ნანახი ევროპაში, პარიზში, ლონდონში ძველი ქარხნებით გადაკეთებული შენობები, სადაც არის კაფეები, რესტორნები, გასართობი ცენტრები, მაღაზიები, საბავშვო და ე.წ. ქოვორქინგ სივრცეები სტარტაპერებისთვის, ახალგაზრდებისთვის, იმიტომ, რომ ეს ადგილი, შენობა, ტერიტორია იმსახურებს ამას, ანუ წარმოიდგინეთ ეს ქარხნის ტერიტორია იმ ინფრასტრუქტურით, რაც დავასახელე და ამასთან, მზიურზე დიდი პარკი გვექნება. ასევე ამ შენობის გვერდით ვაშენებთ სპორტულ კომპლექსს, სადაც იქნება 3000 კვადრატულზე მეტი ფართის სპორტული დარბაზი, 31-მეტრიანი აუზი - ღია და დახურული, რომელსაც ხედი ექნება ქალაქზე, ასევე სპა ცენტრი. გარდა ამისა, პადელ ცენტრი, სადაც იქნება ცხრა
პადელის კორტი, ასევე ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის მოედნები, კალათბურთის მოედნები. ამ ყველაფრით არ დავკმაყოფილდებით და უკვე შემოვიყვანეთ ბრენდული რეზიდენციები - მაგალითად „ვინდამ რეზიდენსს“ ვაკეთებთ ამ ტერიტორიაზე. კიდევ ერთ სიახლეს ვიტყვი - ვაკეთებთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს „ჰილტონს“. ფაქტობრივად მემორანდუმი უკვე გაფორმებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში უკვე კონტრაქტს გავაფორმებთ. ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი „ჰილტონი“ თბილისში.
ჩვენი მთავარი მამოტივირებელია შეიქმნას ისეთი უბანი, რომელიც გაუძლებს ათწლეულებს, იქნება საამაყო და მიმზიდველი და მთელი ამ უბნის უძრავი ქონების ფასი და ასე ვთქვათ, ღირებულება იქნება კიდევ უფრო მაღალი დროის გასვლასთან ერთად. რა გვაძლევს ამის საშუალებას - რამდენიმე ფაქტორია: იგივე ამ ქარხნის გამწვანების ნაწილი - 10 ჰექტარზე მეტი პარკის ნაწილია. ამასთან, პროექტშია გათვალისწინებული გვირაბი, რომელიც ამ ტერიტორიას წერეთლის გამზირთან დააკავშირებს, მეტროსადგურები, სკოლა, პარკი, სასტუმროს ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაბალი განაშენიანება, ვგულისხმობ განაშენიანების ინტენსივობას. განაშენიანების კოეფიციენტი უფრო მეტი სივრცის დოტოვების შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს კონკურენციას გაუწევს ევროპის წამყვან უბნებსაც კი, სადაც ყველაფერია მისი ძველი ქარხნის გადაკეთებული შენობიდან დაწყებული, ისე პარკით, ლოგისტიკით და ყველაფრით. ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვჯერა, რომ „გრანდ ავენიუ“ იქნება პროექტი, რომლითაც 20 წლის შემდეგ მისი მცხოვრებელი იამაყებს და მისი ღირებულება ყოველთვის გაიზრდება.
- რა არის ის ძირითადი კომუნიკაციები, რაც ამ პროექტის სტატუსს უზრუნველყოფს, რომლითაც „გრანდ ავენიუ“ როგორც „ქალაქის ახალი ცენტრი“ პოზიციონირდება?
როდესაც ასეთ ამბიციურ განაცხადს აკეთებ, რომ ეს ქალაქის ახალი ცენტრია, მაშინ ეს განსხვავებული უნდა იყოს. ამიტომ დამატებითი დაკავშირებადობა გავაკეთეთ. გვირაბი ეს იქნება როგორც სამანქანო, ისე საფეხმავლო გვირაბი. ანუ აქ მცხოვრებ ადამიანებს თუ სტუმრებს თავისუფლად ექნებათ საშუალება ჩავიდნენ ამ გვირაბში მიწის ქვეშ გადასასველში და ორ წუთში იქნებიან წერეთლის გამზირზე დინამოს სტადიონთან. ასევე აქვე არის 100 მეტრში მეტრო, ნაძალადევის მეტრო. მეორე მხარეს შეუძლიათ გადავიდნენ იგივე მიწისქვეშა გადასასვლელი და იქნება წერეთლის მეტრო. ამასთან, როგორც აღვნიშნე, გვირაბში გადაადგილება მანქანებითაც შესაძლებელი იქნება და პროექტისთვის დაკავშირებადობა ძალიან ღირებული იქნება და იმ ყველაფერთან ერთად, რასაც ვქმნი.
ის ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობა, ლოგისტიკური გადაწყვეტები - ეს ყველაფერი ქმნის იმ ამბიციურ სლოგანს და მესიჯს, როგორიცაა „ქალაქის ახალი ცენტრი“. არქის, როგორც ნომერ პირველი დეველოპერის პოზიციაა, რომ ყოველთვის იმაზე მეტის გაკეთებას ვცდილობთ, ვიდრე დაპირებული ვართ ჩვენი მომხმარებლებისთვის. აქედან გამომდინარე, რადგან ვამბობთ, რომ ეს ქალაქის ახალი ცენტრია, იმაზე უკეთესი უნდა გავაკეთოთ.
BM.GE
წყარო: bm.ge