მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა იცვლება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში? - დოკუმენტი რატიფიცირებისთვის პარლამენტშია
რა იცვლება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში? - დოკუმენტი რატიფიცირებისთვის პარლამენტშია

რა იცვლება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში? - დოკუმენტი რატიფიცირებისთვის პარლამენტშია

BM.GE10 ივნისი, 2026, 15:54|bm.ge

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებას ემატება ინვესტიციები და ელექტრონული კომუნიკაციის თავები და იცვლება ფიტოსანიტარული ზომები და ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების საკითხები - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტის წარდგენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, სწრაფად ცვალებად გლობალური ეკონომიკური გარემოში კომერციის შესაძლებლობები და მნიშვნელობა სწრაფად იცვლება. რაც ვაჭრობის სტანდარტებს ცვლის და სახელმწიფოებისთვის და ბიზნესისთვის ახალ მოთხოვნებს აჩენს.

„სწორედ აღნიშნულმა განაპირობა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება აღნიშნულ შეთანხმებაში, რაზედაც მოლაპარაკებები 2025 წლის სექტემბერში წარმატებით დასრულდა. ხოლო იმავე წლის ნოემბერში მხარეებმა ხელი მოაწერეს მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. მიმდინარე წლის 22 აპრილს უკვე ხელი მოეწერა აღნიშნულ შეთანხმებას. როგორც იცით, სამართლებრივი პროცედურები იყო მანამდე, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდა.

არსებული შეთანხმების თანამედროვე ეკონომიკურ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზანი შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის, ასევე თანამშრომლობის არსებული მიმართულებების უფრო მეტად კონკრეტიზაცია და ახალი სფეროების დამატება, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ პარტნიორობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

რაც შეეხება ცვლილებებს, პირველ რიგში სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო. ამ თავის განახლებული რედაქცია ითვალისწინებს სპეციალური სანიტარული და ფიტოსანიტარული ქვეკომიტეტის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლას, ტექნიკური საკითხების ოპერატიულ განხილვასა და სავაჭრო დაბრკოლებების შემცირებას.

ეს ქართული სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთის ბაზარზე წვდომა და გაფართოება წვდომის ხშირად სწორედ ამ მიმართულებით არსებული პროცედურების ეფექტიანობაზე იყო დამოკიდებული.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების საკითხი. განახლებული თავი ქმნის უფრო თანამედროვე და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ჩარჩოს, რომელიც მხარეებს სტანდარტების შესაბამისობის შეფასებისა და რეგულირების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში დაეხმარება. შედეგად ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარზე გასვლა კიდევ უფრო მეტად გამარტივდება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე ორ ახალ მიმართულებას, რომლებიც შეთანხმებაში პირველად ჩნდება. პირველი მათგანი არის ინვესტიციების თავი. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და ხელშეწყობასა და ინვესტორებისთვის უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გარემოს შექმნას. ეს მნიშვნელოვანი სიგნალი გახლავთ ჩინელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ეკონომიკური თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და სხვა სტრატეგიული მიმართულებები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მეორე ახალი მიმართულება გახლავთ ელექტრონული კომუნიკაცია. თანამედროვე ეკონომიკაში ციფრული ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. შეთანხმებაში ელექტრონული კომერციის თავის დამატება ხელს შეუწყობს ციფრული ეკონომიკის განვითარებას, ელექტრონული ვაჭრობის არსებული ბარიერების შემცირებას და ქართველი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები მიმდინარე წლის აპრილში შევიდა.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს - ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდანიმედი
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

BM.GE

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

BM.GE

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

BM.GE

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

BM.GE