მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ გამოუწერა ევროკავშირმა AliExpress-სს რეკორდული მოცულობის, €550-მილიონიანი ჯარიმა?
რატომ გამოუწერა ევროკავშირმა AliExpress-სს რეკორდული მოცულობის, €550-მილიონიანი ჯარიმა?

რატომ გამოუწერა ევროკავშირმა AliExpress-სს რეკორდული მოცულობის, €550-მილიონიანი ჯარიმა?

BM.GE22 ივლისი, 2026, 04:39|bm.ge

ევროკომისიამ ჩინურ ელექტრონულ კომერციულ გიგანტს, AliExpress-ს რეკორდული მოცულობის, €550-მილიონიანი ($629 მლნ.) ჯარიმა გამოუწერა. როგორც ირკვევა, ბრიუსელი უკმაყოფილოა კომპანიის მხრიდან მის პლატფორმაზე არალეგალური და მავნე პროდუქციის გაყიდვის შეჩერების არასაკმარისი მცდელობით.

არსებული ინფორმაციით, Alibaba-ს მფლობელობაში მყოფმა კომპანიამ დაარღვია ციფრული სერვისების ის აქტი, რომელიც მიზნად უკანონო საქონლის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას ისახავს.

ტექნოლოგიების საკითხებში ევროკომისრის, ჰენა ვირკუნენის განცხადებით, AliExpress-ზე დიდი რაოდენობით ყალბი პროდუქცია, სახიფათო სათამაშოები და საშიში კოსმეტიკური საშუალებები იყიდებოდა. მისივე თქმით, სანქციის მოცულობის განსაზღვრისას მარეგულირებელმა დარღვევების ხანგრძლივობა და სიმძიმე გაითვალისწინა.

ევროკავშირის შეფასებით, AliExpress-მა არ გადადგა სათანადო ზომები, რათა პოტენციურად არალეგალური პროდუქტების გადამოწმების დეპარტამენტი გაეფართოებინა და პლატფორმაზე მავნე საქონლის მოხვედრა შეეზღუდა. ვირკუნენი აღნიშნავს, რომ AliExpress-ის პროდუქტების კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებს საეჭვო ნივთების შესამოწმებლად მხოლოდ 10 ან 20 წამი ჰქონდათ, ეს კი ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა პროდუქციის ხარისხის შემოწმებას.

მარეგულირებლის ცნობით, AliExpress-ი კატეგორიების არასწორად მითითებით კონტროლის მექანიზმებისთვის თავის არიდებას ცდილობდა და შესაძლო მავნე პროდუქციას რეკლამას მაინც უწევდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩინურ პლატფორმას პრობლემების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმის წარსადგენად ვადა 20 ოქტომბრამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დამატებითი სანქციები დაეკისრება.

თავად AliExpress-ის წარმომადგენელმა ევროკომისიის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. კომპანიის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ისინი ჯარიმას გაასაჩივრებენ. პლატფორმის პოზიციაა, რომ დაკისრებული სანქცია არაპროპორციულია და რომ ევროკავშირი კომპანიის მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ მნიშვნელოვან პოზიტიურ ნაბიჯებს არ ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ციფრული სერვისების აქტის ამოქმედების შემდეგ ეს ევროკავშირის მიერ დაკისრებული რიგით მესამე, თუმცა მოცულობით რეკორდული ჯარიმაა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში ევროკავშირმა ანალოგიური დარღვევებისთვის AliExpress-ის მეტოქე პლატფორმა Temu €200 მილიონით ($228 მლნ.) დააჯარიმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემასიმედი
  • ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმაფორმულა
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

BM.GE

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

BM.GE

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE