მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ მოუხსნა უნგრეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მადიარსა და ორბანის ყოფილ მინისტრებს იმუნიტეტი?
რატომ მოუხსნა უნგრეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მადიარსა და ორბანის ყოფილ მინისტრებს იმუნიტეტი?

რატომ მოუხსნა უნგრეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მადიარსა და ორბანის ყოფილ მინისტრებს იმუნიტეტი?

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 18:16|bm.ge

უნგრეთის საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარსა და ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მთავრობის ორ ყოფილ მინისტრს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.

დეპუტატებმა გადაწყვეტილება პროკურატურის ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სისხლის სამართლის საქმეების გამოსაძიებლად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ კენჭისყრას ოპოზიციურმა პარტია Fidesz-მა და მისმა მოკავშირე KDNP-მ ბოიკოტი გამოუცხადეს. მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ მადიარმა პარლამენტს სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერება თავად სთხოვა. როგორც მან შემდგომ განმარტა, ამ ნაბიჯით მას საკუთარი სახელის პოლიტიკური დისკრედიტაციის მცდელობისგან დაცვა სურს.

რაც შეეხება უშუალოდ მთავრობის მეთაურის საქმეს, პროკურატურა პეტერ მადიარს ნივთის მოპარვას ედავება. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, 2024 წელს, ღამის კლუბში ყოფნისას, მადიარმა მოქალაქეს მობილური ტელეფონი წაართვა და ის მდინარე დუნაიში გადააგდო. მოქმედი პრემიერ-მინისტრი წაყენებულ ბრალდებას ფარსს უწოდებს.

რაც შეეხებათ ვიქტორ ორბანის მინისტრებს, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება კორუფციის მუხლით მიმდინარეობს. პარტია Fidesz-ის დეპუტატსა და კულტურის ყოფილ მინისტრ ბალაშ ჰანკოს საგამოძიებო უწყება €40 მილიონზე ($44 მლნ.) მეტი საბიუჯეტო რესურსის მითვისებაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, ეს თანხა მათ 2026 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად და კონკრეტული პირების გამდიდრებისთვის გამოიყენეს.

ამ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა Fidesz-ის სერვერები ივლისში ამოიღეს. მაშინ ორბანმა ხელისუფლება პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. პარალელურად, პროკურატურამ განვითარების ყოფილი მინისტრი მიკლოშ შესტაკიც დააკავა. შესტაკს გამოძიება 2014-2018 წლებში მეორადი ავტობუსების გაბერილ ფასად შეძენის სანაცვლოდ მრავალმილიონიანი ქრთამის აღებას ედავება. ორბანის დროინდელი ორივე ყოფილი მინისტრი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ, პეტერ მადიარის პარტია Tisza ხელისუფლებაში გასულ აპრილში მოვიდა და საზოგადოებას ორბანის მმართველობის პერიოდის შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიებას დაჰპირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 139 სტატია.

  • ივანიშვილის შემდეგ, ისრაელის ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდატვ პირველი
  • საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგასრუსთავი 2
  • სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართაფორმულა
  • გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილე აღარაანეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE